მზისგან დამცავი – ვერაფერი შეაჩერებს ან დააჩქარებს დაბერების პროცესს ისე, როგორც მზისგან დამცავის გამოყენება ან გამოუყენებლობა და ზოგადად, მზესთან გონივრული ურთიერთობა;

წყალი – ზრდასრულმა ადამიანმა, დღეში საშუალოდ 2ლ წყალი უნდა მიიღოს. თუ ჩვევაში ჯერ არ გაქვთ და გსურთ ამ რეჟიმზე გადახვიდეთ, ეს ეტაპობრივად გააკეთეთ და არა ერთბაშად. დაიწყეთ დილა 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყლით და დანარჩენი, დღის განმავლობაში მიიღეთ;

ბალიშის პირების ხშირად გამოცვლა – მასზე ბაქტერიები, მტვერი, ჩვენივე კანის ცხიმი და ოფლი გროვდება, რამაც შესაძლოა გამონაყარი, გაღიზიანება და ალერგია გამოიწვიოს;

ძილის წინ სახის გასუფთავება – რაც არ უნდა დაღლილები ვიყოთ, ძილის წინ კანის დაბანა, მისი მაკიაჟისგან და დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყისგან გათავისუფლება აუცილებელია. ამ ეტაპის გარეშე, კანზე ზრუნვაზე და მის მოვლაზე საუბარი შეუძლებელია;

მობილურის ეკრანის გასუფთავება – აქაც, ისევე როგორც ბალიშის პირზე, ბევრი მიკრობი, ცხიმები და მტვერი გროვდება. შეეცადეთ ხშირად გაწმინდოთ ის ანტიბაქტერიული ხელსახოცით;

დატენიანება – არსებობს მითი, რომ კანის ზოგიერთ ტიპს (ცხიმიანი) დატენიანება არ სჭირდება, რაც რა თქმა უნდა მცდარია. დატენიანება კანის ნებისმიერ ტიპს სჭირდება, განსხვავება მხოლოდ მოვლის პროდუქტებსა და შემადგენლობაშია;

მკვდარი უჯრედების მოშორება – მკვდარი უჯრედებით სავსე კანის ზედაპირი ვერაფრით შეიწოვს სხვა პროდუქტებს და შესაბამისად, მათგან შედეგსაც ვერ დაინახავთ;

ჯანსაღი კვება – რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. საკვები და ჩვენი მომნელებელი სისტემის მდგომარეობა როგორც წესი 1-1ში აისახება კანზე. შეიძლება ყოველთვის იდეალური რეჟიმით ვერ იცხოვროთ, მაგრამ დააკვირდით რაზე გაქვთ კანის განსაკუთრებული გამოვლინებები და ეცადეთ ის კონკრეტული რამდენიმე პროდუქტი მაინც ამოიღოთ რაციონიდან. მოუსმინეთ და დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და კანს. ასე საუკეთესოდ შეიცნობთ მას;

ძილის რეჟიმი – ძილის მოუწესრიგებელი რეჟიმი პირველ რიგში თვალებზე აისახება, ასევე კანს უსიცოცხლო იერს აძლევს, აკარგვინებს ტონუსს და ა.შ;

არა თამბაქოს – რომელიც ზიანს აყენებს კოლაგენს და ელასტინს. შედეგად ვიღებთ დაბერების ნაადრევად დაწყებულ პროცესს, ნაოჭებს, ლაქებს.