მოკლემეტრაჟიანი ფილმი The neighbor’s window – ხშირად, ბალახი სხვის ეზოში უფრო მწვანედ გვეჩვენება. ფილმის 20 წუთი კიდევ ერთხელ დააფიქრებს მაყურებელს იმაზე, რაზეც ალბათ ბევრჯერ უფიქრია, თუმცა კვლავ და კვლავ გაუგრძელებია საკუთარი ცხოვრების სხვისთვის შედარება და წუხილი, რომ ის მათ არ ჰგავს.

სატელევიზიო შოუ The Good place – ნეტფლიქსის მსუბუქი, კომედიური ჟანრის 4 სეზონი დროს სასიამოვნოდ გაგაყვანინებთ. სიტკომი დასრულებულია, მისი ბოლო სერია 2020 იანვარში გამოვიდა.

ფილმი Little women – გარდა საინტერესო შინაარსისა, ეს რომანტიული დრამა გამორჩეულია ესთეტიკით, კოსტიუმებით და ვარსკვლავური შემადგენლობით.

ნაჭრის ნიღაბი Dear, Klairs – ერთ-ერთი საუკეთესო კორეული ბრენდია (ჩემი კორეული რუტინის პროდუქტების ვრცელ მიმოხილვას მომავალ კვირაში შემოგთავაზებთ), რომელიც გამომიცდია. მოვლის სხვა საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით გამოვარჩევდი მათ ნაჭრის ნიღაბს – midnight blue calming sheet mask. იდეალურია მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის. მომენტალურად აგრილებს, ამშვიდებს, ატენიანებს და რაც მთავარია, ეს შეგრძნება დიდი ხნით მიჰყვება კანს.

თვალების გარშემო კრემი Soskin eye contour filler – კარგად და გაღიზიანების გარეშე ატენიანებს კანს, ამასთანავე საკმაოდ მსუბუქი კონსისტენციისაა (საშუალო, გელსა და კრემს შორის) და მარტივად შეიწოვება. გამომდინარე იქედან, რომ კანი საკმარისად დატენიანებულია, მასზე იკლებს გამოხატული მიმიკური ნაოჭების ინტენსივობა.

Instagram – თუ სკანდინავიური მინიმალიზმით და შესაბამისი, დახვეწილი სტილით შთაგონება გსურთ, Pernille Teisbaek ინსტაგრამ გვერდი გამოიწერეთ.