Covergirl წამწამების ტუში (Clump crusher) – თუ თქვენთვის პრიორიტეტი წამწამების აპრეხა, მათთვის ფორმის მიცემა და ამავდროულად ბუნებრიობის შენარჩუნებაა, მაშინ ეს ტუში გამოგადგებათ, რომელიც თამამად იკავებს ადგილს ძვირადღირებული პროდუქტების გვერდზე. რაც მნიშვნელოვანია, გარდა შავისა, პალიტრაში მოიძებნება ყავისფერი და ყავისფერი/შავი ტონები, რომლებიც შედარებით ღია ფერის და თმის პიგმენტის მფლობელებს უფრო უხდებათ. აქვს ძალიან მოსახერხებელი სილიკონის აპლიკატორი, რომელიც გამორიცხავს ე.წ ობობის ეფექტს და პირიქით, ვარცხნის და პრეხს თითოეულ ღერს. შეძენა შეგიძლიათ ამაზონზე (6$), ოფიციალურ და მულტიბრენდულ ონლაინ მაღაზიებში.

Missha BB კრემი – საკმაოდ ბევრი BB და CC კრემი გამომიცდია, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საუკეთესოა. არის მსუბუქი, მარტივად ნაწილდება კანზე და ამავდროულად საშუალოდ ფარავს. ერთ ფერში მოჰყავს კანი და აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი. რაც შეეხება ფერებს, სულ 6 ტონალობაა წარმოდგენილი. მათგან ყველაზე ღია ფერის N13-ია, რომელიც გამოგადგებათ ღია და ამავდროულად ცივი/ნეიტრალური ქვედა ტონის კანის მფლობელებს. N21 და N23 ასევე საშუალო სიმუქის/ღია ფერებია, თუმცა უფრო მიდრეკილია სიყვითლისკენ. მისი შეძენა შესაძლებელია ამაზონზე (12$) და კორეულ ონლაინ მაღაზიებში.

NYX თხევადი ილუმინატორი – სახის კანის ბუნებრივი და მსუბუქი ბზინვარების მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია (განსაკუთრებით ზაფხულში). აქვს ნაზი, მბრწყინავი ნაწილაკები, კარგად ნაწილდება კანზე და წარმოდგენილია 4 ფერში. შეძენა შესაძლებელია ამაზონზე და ოფიციალურ ვებგვერდზე (7$).

Rimmel (kate matte) – ის რაც ამ ტუჩსაცხს ამავე სეგმენტის ანალოგებისგან გამოარჩევს ხარისხია, რაც მოიცავს მდგრადობას და ფერების პიგმენტურობას. არ აშრობს ტუჩებს (რა თქმა უნდა წინასწარ დატენიანებაა საჭირო). შეძენა შესაძლებელია ამაზონზე (7$) და ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში.

ELF მაკიაჟის ფიქსატორი (ILLUMINATING MIST & SET) – ერთ-ერთი საუკეთესო ფიქსატორია თავის საფასო სეგმენტში და არა მხოლოდ. აქვს მოსახერხებელი აპლიკატორი, ბუნებრივი, უფრო glowy და საკმაოდ ხანგრძლივი ეფექტი. შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალურ ვებგვერდზე (6$).