ფავორიტი სუნამო Byredo Bal D’Afrique – განსხვავებული აკორდებით დახუნძლული, თუმცა ამასთანავე მსუბუქად სატარებული არომატია, რომელშიც ჩემთვის დომინანტი ციტრუსის და ხის ნოტებია.

ფავორიტი ფილმი Knives out – მხოლოდ ქასთის ნახვაც საკმარისია იმისთვის, რომ შანსი მისცეთ. ფილმი, დასაწყისიდან კვანძის გახსნამდე, ყველა ეტაპზე საინტერესო სიუჟეტს და ჯამში 2 საათს გპირდებათ.

ფავორიტი მხატვრული ლიტერატურა The Decameron by Giovanni Boccaccio – იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთი და იმავე ლიტერატურას ორჯერ ან მეტჯერ არ ვკითხულობ, თუმცა დაახლოებით 7 წლის წინ ჯოვანი ბოკაჩოს პოემების ამ კრებულს პირველად გავეცანი და მას შემდეგ, არაერთხელ მივუბრუნდი. დეკამერონი 100 ნოველას აერთიანებს, რომლებსაც დამოუკიდებელი სიუჟეტი და განვითარება აქვთ. კომედია, დრამა, პათეტიკა..აქ ყველაფერს შეხვდებით.

ფავორიტი YouTube არხი Love Marie Escudero

ფავორიტი სპექტაკლი მთვრალი ალუბალი – მარჯანიშვილის თეატრისგან, განსაკუთრებით კი ლევან წულაძის დადგმებისგან ყოველთვის ბევრს მოველი და ამ ჯერზე, ნამდვილად არ შევმცდარვარ. მთვრალ ალუბალზე მოხვედრას დიდი ხანი ვცდილობდი, ბილეთები კი ყოველთვის დეფიციტში იყო და ახლა უკვე გასაგებია რატომაც. ორმოქმედებიანი წარმოდგენა ისე დასრულდება, რომ დროის გასვლას ვერ იგრძნობთ, იმდენად ემოციური, დინამიური და სასიამოვნოა როგორც სიუჟეტი, ასევე მსახიობების შესრულება.

ფავორიტი LOOK – ები

tylynnnguyen

alexachung