ამ პოსტში გაგიზიარებთ კოსმეტიკას, რომლებიც თავიანთი შედეგით და ხარისხით არ ჩამოუვარდებიან ძვირადღირებულ ანალოგებს. რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილების მიხედვით.

Essence super curl mascara – ესენსის ტუშზე აქამდეც გამიზიარებია შთაბეჭდილება, თუმცა მათ დიდ არჩევანში, ჩემთვის საუკეთესო ცოტა ხნის წინ ვიპოვნე. ამ ტუშის მთავარი ფუნქცია წამწამების აპრეხაა. აპლიკატორი სილიკონისაა და აქვს რკალისებრი ფორმა, რაც უზრუნველყოფს მინიმალური პროდუქტის გამოყენებით წამწამებისთვის ფერის მიცემას და აპრეხას. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი აპლიკატორები მეტად გამოგადგებათ მათ ვინც კმაყოფილები ხართ მოცულობით და სიგრძით, თუმცა წამწამები ჰორიზონტალურად გეზრდებათ და ასე ვთქვათ ლიფტინგს საჭიროებენ. ესენსის პროდუქცია შეგიძლიათ გამოიწეროთ ან შეიძინოთ პსპ სააფთიაქო ქსელში. (ფასი $5)

Maybelline instant age rewind concealer – ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი კორექტორი მქონია, თუმცა ხელმისაწვდომ სეგმენტში საუკეთესო სწორედ ეს აღმოჩნდა. აქვს მოსახერხებელი აპლიკატორი და სასიამოვნო კონსისტენცია, რომელიც არ აშრობს თვალის გარშემო ნაზ კანს. სწორი ფიქსაციის შემთხვევაში, დღის განმავლობაში არ ჯდება ნაოჭებში. მისი შეძენა შეგიძლიათ მეიბელინის დახლებზე და კოსმეტიკის მაღაზიებში, ასევე ონლაინ. (ფასი $8)

Milani conceal + 2 in 1 foundation – ეს ტონალური ნამდვილად ასრულებს იმას, რასაც მწარმოებლები გვპირდებიან. სახელწოდებიდან გამომდინარე მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ლაქების, სიწითლის და სხვა მსგავსი გამოვლინებების შენიღბვა/კორექტირება და საშუალოდან სრული დაფარვაა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მსუბუქი კონსისტენციის ან სუპერ კომფორტული ტონალურია სატარებლად, თუმცა დაფარვის და მდგრადობის ხარისხი საჭიროების შემთხვევაში მცირე დისკომფორტს სწონის. რაც ძალიან კარგია წარმოდგენილია 45 ფერში, როგორც ცივი, ასევე თბილი და ნეიტრალური ქვედა ტონების კანისთვის. (ფასი $10)

NYX born to glow liquid illuminator – თუ უპირატესობას თხევად ჰაილაითერს ანიჭებთ, მაშინ მოინიშნეთ ეს პროდუქტი, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საფასო სეგმენტში. წარმოდგენილია 4 ფერში, რომელთაგან 1 ნეიტრალურ ვარდისფერ/ვერცხლისფერ, დანარჩენი 3 კი სხვადასხვა სიმძლავრის ოქროსფერ ბზინვარებას ანიჭებენ კანს. განსაკუთრებით კარგია მათთვის ვისაც მშრალი კანი აქვთ და სურთ მშრალი/ფხვიერი პროდუქტები მაკიაჟში მინიმალურად გამოიყენონ. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ოფიციალურ მაღაზიაში, ასევე ვებგვერდზე. (ფასი $7.50)

ColourPop თვალის ჩრდილების პალიტრა (9 ფერიანი) – ქოლორპოპის თვალის ჩრდილები გამოირჩევა ძალიან კარგი პიგმენტაციით, მდგრადობით, მარტივად სამუშაოა ფუნჯით. მათ ოფიციალურ ვებგვერდზე უამრავი პალიტრა და 1 ფერიანი ჩრდილები იყიდება. გამოვარჩევდი 9 ფერიან შეფუთვას, რომელიც 10 მდე ვარიაციაშია წარმოდგენილი. 1 პალიტრაში შემოთავაზებული პიგმენტები კარგად ერწყმის ერთმანეთს, შედეგად საკმარისია სრული შედეგის მისაღებად. (ფასი მიმდინარე ფასდაკლებით $8.40, სტანდარტულად $12)

NYX soft matte lip cream – ნიქსის ამ ხაზის ტუჩსაცხებს გლუვი ეფექტი აქვთ, თუმცა ამასთანავე საკმაოდ კრემოვანი ტექსტურა, რაც გამორიცხავს ტუჩების გამოშრობას (მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ტუჩსაცხის, განსაკუთრებით კი გლუვის წასმის წინ აუცილებელია ტუჩების კარგად დატენიანება). აქვს ფერების დიდი არჩევანი, მდგრადია და პიგმენტური. (ფასი $6.50)