ე.წ “შავი პარასკევი” შოპინგის მოყვარულებისთვის ყოველწლიური დღესასწაულია, რა დროსაც ცნობილი ბრენდები საკუთარ პროდუქციაზე განსაკუთრებულ ფასებს და ასევე ნაკრებებს სთავაზობენ მომხმარებლებს. წელსაც, 29 ნოემბერს პრომო აქციებისთვის არაერთი ბრენდი და ონლაინ მაღაზია ემზადება, რომელთაგან გამორჩეულებს (სილამაზისა და თავის მოვლის მიმართულებით) ამ პოსტში წარმოგიდგენთ.

Sephora – მაშინ როდესაც თავის მოვლაზე, კოსმეტიკაზე და სხვა საჭირო აქსესუარებზე ვსაუბრობთ, სეფორა ალბათ ერთ-ერთი პირველი მაღაზიაა რომელიც გვახსენდება. მათ ონლაინ სივრცეში წარმოდგენილია თითქმის ყველა ბრენდი, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ და რაც მთავარია, ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული აქციებით და შეთავაზებებით. ისინი “შავი პარასკევისთვის” განსაკუთრებულად ემზადებიან და უკვე დააანონსეს რამდენიმე პროდუქტი და ნაკრები, რომლებიც სხვა დანარჩენებთან ერთად, დიდი ფასდაკლებით გაიყიდება. მეტი ინფორმაციისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

Benefit cosmetics – წამწამების და წარბების ტუში (რეგ.ფასი 49$-ფასდაკლებით 15$)

Becca – პრაიმერი, ჰაილაითერი და დამაფიქსირებელი პუდრი (რეგ.ფასი 52$-ფასდაკლებით 15$)

First aid beauty – ლიმიტირებული გამოშვების დამატენიანებელი კრემი (რეგ.ფასი 40$-ფასდაკლებით 15$)

Kat Von D – ტუჩსაცხების ნაკრები (რეგ.ფასი 22$-ფასდაკლებით 11$)

Kiehl’s – სახის გამწმენდი (რეგ.ფასი 20$-ფასდაკლებით 10$)

Ulta – ასევე მულტიბრენდული ონლაინ მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილია 500-ზე მეტი ბრენდის, 25 000-მდე პროდუქტი. “შავი პარასკევისთვის” ისინიც განსაკუთრებულად ემზადებიან და მათ ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების დიდი ნაწილი, რომლებიც განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება. ამ შემთხვევაშიც, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

Urban decay naked3 თვალის ჩრდილების პალიტრა (რეგ.ფასი 54$-ფასდაკლებით 27$)

Too faced წამწამების ტუში და ტუჩსაცხი (რეგ.ფასი 41$-ფასდაკლებით-16$)

It cosmetics ანტიასაკობრივი კრემი თვალებისთვის (რეგ.ფასი 38$-ფასდაკლებით 19$)

Real techniques ფუნჯების ნაკრები (რეგ.ფასი 20$-ფასდაკლებით 10$)

MAC ტუჩსაცხი და ტუჩების ფანქარი (რეგ.ფასი 36$-ფასდაკლებით 19.50$)

Body Shop – ერთ-ერთი საუკეთესო და ამასთანავე ხელმისაწვდომი ბრენდი სხეულისა და თმის მოვლის მიმართულებით, რომლის ხარისხი და ეფექტი ხშირად აღემატება ფასს. საერთო ეიფორიას არც ისინი ჩამორჩებიან და თავიანთ ონლაინ მაღაზიაში უკვე წარმოდგენილი აქვთ ფასდაკლებული პროდუქტები.

ტანის სკრაბი ქლიავით – ახალი ფორმულა და არომატი (რეგ.ფასი 24$-ფასდაკლებით 12$)

ბანანის დამატენიანებელი შამპუნი (რეგ.ფასი 16$-ფასდაკლებით 9.60$)

ქოქოსის ტანის კარაქი (რეგ.ფასი 21$-ფასდაკლებით 12.60$)

შიას კარაქის აბაზანის გელი (რეგ.ფასი 10$-ფასდაკლებით 6$)

დამატენიანებელი კრემი (რეგ.ფასი 20$-ფასდაკლებით 12$)

KIKO Milano – ბევრისთვის საყვარელი ბრენდია, რადგან მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, გამორჩეულია ხელმისაწვდომი ფასებით და ხარისხით. წელს ისინი სტანდარტული ფასდაკლების მაგივრად გვთავაზობენ აქციას – შეიძინეთ 3 პროდუქტი და მიიღეთ დამატებით 3 საჩუქრად. ამისათვის საჭიროა, შეარჩიოთ სასურველი 6 პროდუქტი, რომელთაგან ნაკლებფასიან სამს საჩუქრად მიიღებთ. პირადი რჩევა იქნება, რომ ყურადღება მიაქციოთ წამწამების ტუშებს და ტუჩის ფანქრებს, რომლებიც ხარისხით და ეფექტით ნამდვილად აჭარბებენ თავიანთ ფასს.

Beauty Bay – ონლაინ მაღაზიაში შეხვდებით როგორც სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას, ასევე თავად ბიუთი ბეის კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულ ფასადაა წარმოდგენილი.

Dose of colors გლუვი ტუჩსაცხი (რეგ.ფასი 18$-ფასდაკლებით 9$)

Eyeko წამწამების ტუში და ასაპრეხი (რეგ.ფასი 25$-ფასდაკლებით 13$)

Beauty Bay თვალის ჩრდილების 42 ფერიანი პალიტრა (რეგ.ფასი 24$-ფასდაკლებით 14$)

Anastasia Beverly hills წარბების გელი (რეგ.ფასი 18$-ფასდაკლებით 12.60$)

Ofra ჰაილაითერი (რეგ.ფასი 32$-ფასდაკლებით 22$)