მშრალ კანს წელიწადის ნებისმიერ დროს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, გამორჩეულად კი ზამთარში, როდესაც კანის თავისებურებებს ცივი ამინდი, სუსხი და სხვა გარემო ფაქტორები ემატება.

სანამ მშრალი კანის მოვლის წესებზე, რუტინასა და კონკრეტულ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ გავიაროთ მისი თავისებურებები, რომ დავრწმუნდეთ საკუთარი კანის ტიპის დანამდვილებით ცოდნაში.

თქვენ მშრალი კანი გაქვთ თუ:

  • გრძნობთ დაჭიმულობას;
  • გრძნობთ ქავილს, წვას;
  • გექერცლებათ კანი, შესაძლოა წერტილოვნად სისხლიანი გამონადენი;
  • ამჩნევთ ნაადრევ მიმიკურ ნაოჭებს;
  • კანი უსიცოცხლო ფერისაა;
  • აღგენიშნებათ სიწითლე;
  • ამჩნევთ არაერთგვაროვან (ხორკლიან) ზედაპირს;
  • მაკიაჟი არაერთგვაროვნად ნაწილდება, იქერცლება და არამდგრადია.

ჩამოთვლილთაგან ორზე მეტი გამოვლინების ქონის შემთხვევაში, თქვენ დიდი ალბათობით მშრალი კანი გაქვთ, რომლის მართვა სწორი მოვლის შემთხვევაში საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას.

ზემოთ მოყვანილ სიმპტომებს პროვოცირებას უკეთებს კონტრასტული ამინდი და გარემო პირობები. ყინვა, გამათბობელი, ბუხარი და ტენიანობა თანაბრად საზიანოა მშრალი კანისთვის. ასევე უნდა მოერიდოთ ძალიან ცხელ შხაპს და ქლორიან წყალს.

გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ეტაპზე, კანის მოვლის რუტინაზე, რომლის შემადგენელ საშუალებებს საკუთარი გამოცდილების მიხედვით გიზიარებთ. მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად, ამ ეტაპზე შემდეგ პროდუქტებს ვიყენებ:

1 გაწმენდა – ვინაიდან მძიმე მაკიაჟს არ ვატარებ, ყოველდღიურად, კანის გასუფთავების ერთი საფეხურიც მყოფნის, რომელსაც Bioderma Sensibio გელით ვასრულებ. ის არ შეიცავს პარფიუმს, ალკოჰოლს, საპონს და პარაბენებს, რაც გასუფთავებასთან ერთად, უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დამშვიდებას და მისთვის გლუვი, ჯანსაღი იერის მინიჭებას. იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვალზე წყალგამძლე ტუში ან სხვა პროდუქტი მისვია, გაწმენდის ეტაპს ემატება ისევ ამ ხაზის მიცელარული წყალი, რომელიც ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი გაღიზიანების გარეშე, ნაზად და სრულად აშორებს მაკიაჟს (მიცელარულს ყოველთვის ვიბან წყლით). კვირაში 1-2ჯერ ასევე ვიყენებ სკრაბს – La roche-posay, (ultra fine scrub) რომელიც ღრმად წმენდს კანს. თუ მშრალი კანი გაქვთ, სკრაბი დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ და ის კვირაში მაქსიმუმ ორჯერ გამოიყენოთ. პროდუქტს უნდა ჰქონდეს ძალიან მცირე, მიკრო გრანულები და ისეთი შემადგენლობა, რომელიც კანს არ გამოაცლის ბუნებრივ ცხიმს, არ გამოაშრობს და გააღიზიანებს მას.

2 ტონიკი – ეს ეტაპი აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს, ათანაბრებს კანის ფერს, ამასთანავე უზრუნველყოფს კანის სრულიად გასუფთავებას და ამზადებს მას შემდგომი პროდუქტების უკეთ ასათვისებლად. ახლა ვიყენებ Soskin ლოსიონ ტონიკს მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის და კმაყოფილი ვარ. ამ პროდუქტს ნეიტრალური სურნელი აქვს და ატენიანებს კანს, აჩენს სისუფთავის და სიჯანსაღის შეგრძნებას.

3 შრატი – შრატს ზაფხულში არ ვიყენებ, რადგან დამატენიანებელი პროდუქტებიც ვცდილობ სიმშრალესთან გამკლავებას და ეს საკმარისია ხოლმე, თუმცა სუსხიან დღეებში კანს დამატებითი დახმარება სჭირდება და ამას The ordinary ჰიალურონის მჟავით ვახერხებ. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია 25 წლიდან, ეს საშუალოდ ის პერიოდია, როდესაც ჩვენი კანი ჰიალურონის გამომუშავებას ამცირებს. მისი ტექსტურის წყალობით წამებში შეიწოვება კანში და შედარებით ღრმა შრეებში ატენიანებს მას.

4 დატენიანება -კარგ დამატენიანებლებს მუდმივად ვეძებ, თუმცა ამ ძიების პროცესის პარალელურად, განსაკუთრებით კი წელიწადის ცივ დროს აუცილებლად ვუბრუნდები ხოლმე CeraVe დამატენიანებელს, რომელიც იდეალურად ასრულებს თავის საქმეს, არის ხელმისაწვდომი, შეიცავს კერამიდებს და ჰიალურონის მჟავას, არ აქვს პარფიუმირებული სურნელი, ალკოჰოლი და გამოიყენება არა მხოლოდ სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის, არამედ ეგზემის შემთხვევებშიც. ის ამერიკელი დერმატოლოგების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ხშირად რეკომენდებული კრემია. პ.ს მას ვიყენებ ღამის რუტინაში, ხოლო დღისით უპირატესობას ვანიჭებ Avene cold cream-ს, რომლის თხელი ფენა უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში დატენიანებულ და დაცულ კანს.

5 თვალების გარშემო საცხიBelif eye bomb რამდენი საცხიც არ უნდა ვცადო, ბელიფის ეს უკანასკნელი პირველობას არავის უთმობს და ყველაზე პირნათლად ასრულებს დანაპირებს. აქვს მსუბუქი კონსისტენცია, შესაბამისად შეიწოვება მარტივად, თუმცა ღრმად ატენიანებს თვალების გარშემო კანს, მისი ნაზი არეების გაღიზიანების გარეშე. ის ასევე ებრძვის პირველად მიმიკურ ნაოჭებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ წარმოადგენს ანტიასაკობრივ საშუალებას.

არ დაგავიწყდეთ ტუჩებზე ზრუნვა. სასურველი ბალზამის არჩევა შეგიძლიათ სააფთიაქო ბრენდებში. ამასთანავე, დიდ რეკომენდაციას ვუწევ Aquaphor დამატენიანებელს, რომლის გამოწერაც ამაზონიდან და სხვა, მულტიბრენდული ონლაინ მაღაზიებიდან შეგიძლიათ.

მშრალი კანისთვის, დატენიანება #1 დახმარებაა, რასაც გარდა დღის და ღამის რუტინის სტანდარტული პროდუქტებისა შეგიძლიათ დაახმაროთ როგორც ნაჭრის ასევე კრემოვანი ნიღბები. მაგალითად, Clarins sos hydra ან dr jart+ ნაჭრის დამატენიანებელი ნიღბები.