როდესაც ტონალურის ფერს მაჯაზე გამოცდით არჩევთ – მაჯის და სახის კანის ფერი და ქვედა ტონის ინტენსივობა საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან. შესაბამისად, ამ მეთოდით შერჩეული ტონალობა არ გამოგადგებათ. გამოცადეთ კისერზე.

ე.წ “ბლაშის” წასმისას მკაფიოდ გაღიმება – თითქოს ასე სწორ ადგილს ვარჩევთ, რეალურად კი ბევრად ქვემოთ ვწევთ შეფერვის ზონას. ეს პროდუქტი ჩვეულებრივ, გასწორებულ სახეზე ღაწვების ზედა წერტილში უნდა დაიტანოთ.

ჰაილაითერი ცხვირზე – ძალიან ცოტა სახეს და ცხვირის ფორმას (თუ თხელი ან წვეტიანი ცხვირი გაქვთ) უხდება ჰაილაითერით დაფარული (განსაკუთრებით წვერზე წასმული) ცხვირი. ასე ყველაზე ფართო ადგილი გამოიკვეთება. სასურველი ფორმის მისაღებად გამოიყენეთ სკულპტინგი.

გლუვი ტუჩსაცხი მოუმზადებელ ტუჩებზე – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად გამოიყურება თქვენი ტუჩები, ყოველდღიურად იტენიანებთ თუ არა, გლუვი ტუჩსაცხის წასმამდე აუცილებელია ჯერ მისი სკრაბირება და მკვდარი, ერთი შეხედვით უჩინარი კანის მოშორება, შემდეგ კი კარგად დატენიანება. მხოლოდ ასე გაგიძლებთ მთელი დღე გლუვი ტუჩსაცხი იდეალურად.

მზისგან დამცავის უგულებელყოფა – ეს ნაწილი მხოლოდ დეკორატიულ მაკიაჟს არ ეხება და გულისხმობს სახის კანზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც, რადგან მზის სხივების არასწორ/ზედმეტ დოზირებას შესაძლოა სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ყოველდღე, მიუხედავად იმისა სად მიდიხართ გამოიყენეთ მზისგან დამცავი როგორც დამოუკიდებელი საშუალება, ან დეკორატიული პროდუქტი, რომელიც თავის თავში SPF UVA/UVB დაცვასაც მოიცავს. აზრი არ აქვს სწორად შერჩეულ ტონალურზე და თვალის ჩრდილებზე საუბარს, თუ კანი დაუცველი იქნება.

საკუთარი კანის ტიპის არცოდნა – როგორც წესი, კანზე თუ განსაკუთრებული პრობლემა ან გამოვლინება არ არსებობს მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, ვიყენებთ სტანდარტულ მოვლის და კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც შეგვხვდება, მეგობარი გვირჩევს ან უბრალოდ შეფუთვით მოგვხიბლავს. ეს არასწორია. კანის ტიპს უნდა მოერგოს არა მხოლოდ მოვლის, არამედ დეკორატიული საშუალებებიც, რადგან ისინი შენიღბვის გარდა დამატებით ფუნქციებსაც ასრულებენ და შეიძლება ატენიანებდნენ, ავსებდნენ ფორებს, სძენდნენ გლუვ ან პირიქით, მბზინავ ეფექტს.

ნიღბის ეფექტი – ამ ეფექტს ბევრი შეცდომა იწვევს, პირველი – არასწორად შერჩეული ტონალურის/ბაზის ფერია, მეორე კი არასაკმარისი გადაყვანა, როგორც ხშირად ვიყენებთ “გაბლენდვა”. უმჯობესია თუ საბოლოო გადანაწილებისთვის ღრუბელს (Beauty blender…) გამოიყენებთ და ტონალურს შუბლის თმის ძირებისკენაც გარდამავლად გადაინაწილებთ.

მაკიაჟის ფუნჯებისთვის, ღრუბლებისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობა – მათი რეგულარული წმენდა/რეცხვა აუცილებელია, რადგან ბაქტერიების #1 საბადოს წარმოადგენენ და არა მხოლოდ ფერს არ გადაგინაწილებენ კარგად კანზე, არამედ შესაძლოა დიდი პრობლემებიც შეგიქმნათ. ეცადეთ, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხოთ თქვენი სპონჟები და ფუნჯები, ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი უნდა. ეს შესაძლებელია როგორც სპეციალური ხსნარებით, ასევე იმ პროდუქტით რითიც კანს ისუფთავებთ. განსაკუთრებით მარტივად და სწრაფად ამას ორფაზიანი ან სრულად ზეთოვანი დასაბანი საშუალებით შეძლებთ.

ჰაილაითერი ზედმეტი არასდროს არის? – ამაზე ალბათ დავა შეიძლება, თუმცა მთელი სახის თხევადი ჰაილაითერით, როგორც ბაზით დაფარვა ან დასრულებისას ფხვიერი პროდუქტის მთელ სახეზე გადანაწილება კარგავს მის მთავარ ფუნქციას – გამოკვეთოს ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი.

“თევზის ტუჩები” კონტურირებისას – აქაც დაახლოებით ისეთ შეცდომას ვხვდებით, როგორც ბლაშის მაგალითზე. ასეთი მიმიკის მიღება ყოველთვის არ კვეთს კონტურირებისთვის რეალურად საჭირო ზონებს. ამის მაგივრად, ყურის ზემოთ თმის ზონა ოდნავ აიწიეთ და სწორედ მას გააყოლეთ ხაზი, “გაბლენდეთ” ზემოთ და წრიული მოძრაობებით.