მაისის თვის ბიუთი ბოქსში თავის მოვლისა და მაკიაჟის 6 საშუალება და 5 სხვადასხვა კომპანიის/დაწესებულების ფასდაკლების ვაუჩერები დაგხვდებათ.

ამ თვის ფავორიტი Evoluderm – ის, არგანის ზეთზე დაფუძნებული სახის გომაჟია. აქვს ძალიან ნაზი სტრუქტურა, შესაბამისად, აშორებს მხოლოდ ზედაპირულ მკვდარ უჯრედებს/ჭუჭყს და არ აზიანებს კანის ქვედა შრეებს. ზეთოვანი ფუძის წყალობით, ატენიანებს და კვებავს კანს. გამოყენება მარტივია – კვირაში 1-2 ჯერ წრიული, მასაჟური მოძრაობით წაისვით კანზე და 2 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით ან თბილი პირსახოცით. ზოგადად, სახის სკრაბის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი შემადგენლობა და სტრუქტურა, არ გამოიყენოთ უხეში ნაწილაკების შემცველობის კრემები, რადგან ასე დაიზიანებთ კანს და ხელს შეუწყობთ მასზე ბაქტერიების გამრავლებას. ევოლუდერმის ეს კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანზე, განსაკუთრებით მოგეწონებათ მათ ვისაც მშრალი კანი გაქვთ.

Weleda არნიკას მასაჟის და არყის ხის ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთები – ველედას პროდუქცია და განსაკუთრებით ზეთები ძალიან მომწონს და მათზე აქამდეც დამიწერია. არაჩვეულებრივია ნუშის ზეთი, რომელიც განსაკუთრებულად უხდება მშრალ და მგრძნობიარე კანს. რაც შეეხება არნიკას და არყის ხის ზეთებს, მათზე არაერთი რეკომენდაცია წამიკითხავს და მომისმენია. იყენებს და რეკომენდაციას უწევს ბევრი კარგი მასაჟისტი. ზეთების გამოყენება წარმატებით შესაძლებელია სახლის პირობებშიც – გადმოიტანეთ რამდენიმე წვეთი ხლის გულებზე გაათბეთ და დაიტანეთ სხეულის სასურველ ზონაზე. მისი რეგულარული გამოყენებისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ერთგვარი პრევენციაა კანის მოდუნების, ცელულიტის და სტრიების ახალი კერების გაჩენის. შესაბამისად, ხელს უწყობს სიმკვრივის შენარჩუნებას.

Mark წამწამების ტუში – ფერადი ტუშების ბუმის ფონზე, რომელსაც რა თქმა უნდა არ გამოვკლებივარ, აღმოვაჩინე რომ ვადიანი, შავი ტუში აღარ მაქვს. (აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენი კოსმეტიკის ვადებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელსაც კანთან და თვალებთან უშუალო შეხება აქვს. ვადები, როგორც წესი ყუთზეა მითითებული და აღნიშნავს პროდუქციის გახსნიდან შემდგომი გამოყენების პერიოდს. როგორც წესი, ტუშებს 3 მაქსიმუმ 6 თვიანი ვადა აქვთ, ასე რომ აუცილებლად გადაამოწმეთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას). ფუნჯი საკმაოდ მოსახერხებელია, მუშაობს წამწამების აპრეხაზე და მოცულობაზე. გამომდინარე მისი დემოკრატიული ფასიდან, საკმაოდ კარგი ხარისხი აქვს და მდგრადია.

ბლაშის 4 ფერიანი პალიტრა – რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თვალების ჩრდილადაც (ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ თხევადი ბაზის მომზადება, ფერების უკეთ გადასაყვანად). რაც შეეხება მის თავდაპირველ დანიშნულებას, საკმაოდ პიგმენტური ფერებია, შესაბამისად ცოტა პროდუქტია საკმარისი. აიღეთ თქვენ კანის ქვედა ტონთან შესაბამისი ფერი, გაიღიმეთ და წაისვით ღაწვების ზემოთ წარმოქმნილ ბურთებზე ცენტრიდან ყურებისკენ მიმართულებით. კარგად გადაიყვანეთ ფერი, რომ თავიდან აირიდოთ მხიარული ჯამბაზის ვიზუალი და ბლაშისგან ჯანმრთელი, ახალი ნამზეურის ეფექტი მიიღოთ. პ.ს შეგიძლიათ ხელის ზედაპირული მოძრაობით ცხვირზეც გადაიტაროთ.

მაისის ბიუთი ბოქსში ასევე შეხვდებით ფუნჯს, რომელიც ბლაშის წასასმელად გამოგადგებათ. ასევე შემდეგ სასაჩუქრე ვაუჩერებს და ფასდაკლებებს: Kids box 10 ლარიანი ვაუჩერი (სასაჩუქრე ყუთი ბავშვებისთვის) , Peil naturals 20% ფასდაკლების ვაუჩერი (თავის მოვლის ნატურალური საშუალებები), Irma jewelry 20% ფასდაკლების ვაუჩერი (ხელნაკეთი სამკაულები), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტისგან საჩუქრად სველი და მშრალი საუნები და გოგირდის აბაზანები, ასევე 15% ფასდაკლება ნებისმიერ პროცედურაზე, პრემიერ სპა და დიბი ცენტრი კი გთავაზობთ სასაჩუქრე ვაუჩერს 6 სხვადასხვა მომსახურებაზე – ლაზერული ეპილაციის 50 ლარიანი ვაუჩერი, 50 წთ კოლაგენარიუმში, სახისა და სხეულის დიაგნოსტიკა და მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა, მკერდის გამამკვრივებელი 1 პროცედურა, დუნდულების კუნთის გამამკვრივებელი 1 პროცედურა, მკლავების გამამკვრივებელი/გასახდომი 1 პროცედურა.