ყველას უნდა ზაფხულს ჯანსაღი ფერით და კანით შეხვდეს, მაკიაჟის გამოყენება კი მინიმუმამდე შეამციროს. ასეთი ეფექტის მისაღებად მხოლოდ რუჯი არ კმარა, აუცილებელია სახისა და სხეულის კანზე თანმიმდევრული ზრუნვა და რუტინის დაცვა.

დიდი ხანი არაა რაც ქართულ ბაზარზე Steblanc პროდუქცია შემოვიდა, რომელიც გამოირჩევა დემოკრატიული ფასებითა და გაცილებით მაღალი ხარისხით. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კორეული კოსმეტიკის მაღაზია www.ros.ge . ამ პოსტში Steblanc – ის 5 რჩეულ პროდუქტზე მოგიყვებით, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ზაფხულის საყიდლების სიაში.

ზაფხულის #1 თემა რუჯია. თუ ფიქრობთ, რომ თვალისმომჭრელ რუჯზე ზრუნვა კარგი სოლარიუმის, ავტორუჯის ან საცურაო აუზის ძებნით იწყება, ცდებით. თუ გსურთ, რომ თქვენი ფერი იყოს თანაბარი, ეფექტი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოთ და არ აჭრელდეთ, მზის აბაზანების მიღებამდე აუცილებელია კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება, ამაში Steblanc – ის სახის პილინგი და ტანის სკრაბი დაგეხმარებათ.

Steblanc CO2 – სახის პილინგი სახლიდან გაუსვლელად. პროდუქტი წარმოდგენილია ორი შემადგენლობით და შესაბამისად, პროცესიც ორი ეტაპისგან შედგება. პილინგის პირველი ეტაპის პროდუქტი, სახის დაბანის შემდეგ უნდ დაიტანოთ ნამიან კანზე, მხოლოდ ამის შემდეგ მეორე ეტაპის პროდუქტი, იმავე რაოდენობით შეიზილეთ ნაზად, გაიჩერეთ 2-3 წუთი და სახე ფრთხილად ჩამოიბანეთ. შედეგად მიიღებთ კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას, გაგიუმჯობესდებათ კანის ფერი, მოგშორდებათ ცხიმოვანი უჯრედები და რაც მთავარია, დაიხურება ფორები.

აღსანიშნავია, რომ CO2 ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, ალკოჰოლს, ხელოვნურ პიგმენტსა და არომატიზატორებს.

თუ თქვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სისუფთავე, სურნელი, დატენიანება და მკვდარი უჯრედების მოშორება, მაშინ Steblanc – ის სურნელოვანი ტანის სკრაბი უნდა გამოსცადოთ, რომლის ჰიპოალერგიული ფორმულა უზრუნველყოფს ხავერდოვან კანსა და სურნელს, რომელიც მთელი დღე გაგყვებათ. სკრაბი შეიცავს ნატურალური ჰიალურონის მჟავას, პაპაიას ექსტრაქტს, არგანის ზეთს და სხვა ბუნებრივ ინგრედიენტებს. წაისვით ნოტიო კანზე, ნაზად შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.

სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოშორების შემდეგ, დატენიანების ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ზაფხულის ღია სამოსი და ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტ ზრუნვას მოითხოვს კანზე, რადგან მასზე გარემოს მავნე ზეგავლენა იზრდება. Steblanc – ის ფეხის აღმდგენი კრემი შავი ლოკოკინის ექსტრაქტით განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის და უზრუნველყოფს კანის ჯეროვან დატენიანებას, ელასტიურობას და აღდგენის პროცესს. კრემი შეიცავს 25%-ით გაფილტრულ შავი ლოკოკინის ექსტრაქტს, კაკაოს ზეთს და კაროტინს. მისი გამოყენების შემდეგ ფეხის კანი ხდება გლუვი, რბილი და ბზინვარე.

ის რომ სახის კანს ნებისმიერ სეზონზე სჭირდება დატენიანება, ცხადია, თუმცა მნიშვნელოვანია თუ რა საშუალებებით გააკეთებთ ამას. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე უმჯობესია თუ მსუყე კონსისტენციის საცხებს და ნიღბებს არ გამოიყენებთ და არჩევანს მსუბუქი შემცველობის პროდუქტებზე გააკეთებთ. ამ შემთხვევაში, Steblanc – ის ნაჭრის ნიღბები თქვენი ზაფხულის საუკეთესო თანამგზავრებად იქცევიან. 10 განსხვავებული სახეობის, არომატისა და დანიშნულების ნიღბებიდან ამოარჩიეთ თქვენი ფავორიტები და გამოიყენეთ კვირაში 2-3 ჯერ კანის დასატენიანებლად და მისთვის ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად. მათთვის ვისაც გაღიზიანებული კანის დამშვიდება და გაგრილება გსურთ რეკომენდაციას ვუწევ ალოეს და მწვანე ჩაის ნიღბებს, ხოლო ანტიასაკობრივ ბრძოლაში ფუტკრის რძის და ჟენშენის ნიღბები სცადეთ.

მნიშვნელობა არ აქვს თუ რა სახით აპირებთ კანის დატენიანებას, საცხით თუ ნიღბით, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, უმჯობესია თუ სახეზე ჯერ ტონერს დაიტანთ. Steblanc – ის გამამკვრივებელი ტონერი კოლაგენით, რომელსაც სხვა ანალოგებისგან განსხვავებული ჟელესებრი ტექსტურა აქვს შეიცავს კოლაგენის 54% წყალხსნარს. სწორედ კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის ერთობლიობით კანი ხანგრძლივად ტენიანდება და წარმოიქმნება მისი დამცავი ფენა. ტონერის გამოყენების შემდეგ, კანი ღრმად ტენიანდება და ელასტიური ხდება, ის ასევე ასტიმულირებს ნაოჭების გასწორების პროცესს. საბოლოოდ სახის კანი ხდება გლუვი და მზად ნებისმიერი სხვა პროდუქტის მისაღებად. მისი გამოყენება მარტივია, დაიტანეთ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე და ნაზად შეიზილეთ, არ საჭიროებს ჩამობანას.