ჟან დამა (Jeanne Damas) ფრანგი It Girl – ია, რომელიც უკვე მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი და გამორჩეული თავისი დახვეწილი სტილითა და ფრანგული აქცენტით.

ინსტაგრამის ფრანგი ვარსკვლავის სახის კანი და თმა ყოველთვის ბუნებრივად და ბრწყინვალედ გამოიყურება, მისი მინიმალური მაკიაჟის მთავარი შტრიხი წითელი ტუჩსაცხია.

გთავაზობთ მის რჩევებს თავის მოვლისა და სტილის შესახებ:

“კანზე ზრუნვა მისი გაწმენდიდან იწყება. არასდროს დაგავიწყდეთ მაკიაჟის მოშორება. მაშინაც კი თუ სახეზე არაფერი გისვიათ, გაიწმინდეთ ის სპეციალური საშუალებით, რათა მოიშოროთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი და მავნე ნივთიერებები.”

“ღამის განმავლობაში თქვენი სახის კანი ბუნებრივ ცხიმებს გამოყოფს, შესაბამისად დილით საფუძვლიანად დაბანა აშორებს მას ამ დამცავ ფენას. მე მხოლოდ წყლით მსუბუქ დატენიანებას ვჯერდები.”

“ზამთარშიც კი, აუცილებელია მზის მავნე გამოსხივებისგან სახის კანის დაცვა, ასე რომ მე ყოველდღე ვატარებ SPF დამცავ საცხს. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ხანგრძლივად გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, მაშინ ეს წესი უნდა დაიცვათ. ასევე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, რაც შიგნიდან ატენიანებს კანს.”

“არ მიყვარს იდეალურად მოწესრიგებული თმა. უმეტეს შემთხვევებში მას ბუნებრივად ვატარებ. თმის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია მისი ხშირად შეჭრა, რადგან თავიდან აიცილოთ გაუხეშებული და გაყოფილი ბოლოები.”

“როგორც წესი მაკიაჟს არ ვატარებ, იშვიათად მნახავთ ტონალური საცხით და ბაზით. ყოველდღიურად მხოლოდ ჩემ საყვარელ ტუჩსაცხს ვიყენებ, რომელსაც აუცილებლად თითებით ვისვამ და ვინაწილებ, რადგან ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურება.”

“ისევე როგორც ფრანგი ქალბატონების უმეტესობა, თავის მოვლის საშუალებებს მეც აფთიაქში ვყიდულობ, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ვიღებ ზედმეტი ქიმიკატების და დანამატებისგან თავისუფალ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქტებს.”

“გარდერობში იქონიეთ 2 მსუბუქი, იდეალურად მოგებული ზედატანი, რომლებსაც თავისუფლად შეუხამებთ ნებისმიერ სხვა სამოსს.”

“იპოვეთ შარვალი, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს თქვენ წელს და ვიზუალურად დააგრძელებს ფეხებს.”

“მაღალწელიანი ჯინსის შარვალი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენ ფორმებს გარდერობის განუყრელ ნაწილად აქციეთ. საკმარისია ასეთ ჯინსს უბრალო ზედატანი დაუმატოთ და სისადავით გაიბრწყინებთ.”

“იმისათვის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, ატარეთ ერთი ტონალობის შარვალი და ზედატანი. აარჩიეთ განიერი შარვალი, ისეთი რომელშიც ფეხსაცმლის ქუსლი დაიფარება.”

“ატარეთ ხალათის სტილის კაბები, რომლის წელზე გამოკვეთილი ქამარი იდეალურად წარმოაჩენს თქვენს სხეულს.”