კაროლინ მეგრე ფრანგი მოდელი და მუსიკალური პროდიუსერია, რომელსაც მოდის სამყაროში საერთაშორისო გავლენა აქვს. მას ასევე დაწერილი აქვს წიგნი: როგორ ვიყოთ პარიზელი – სიყვარული, სტილი და მავნე ჩვევები.

კაროლინი არაერთი დიზაინერისა და ფოტოგრაფის მუზაა, ის ყოველთვის იმაზე ახალგაზრდად გამოიყურება ვიდრე არის, ამას კი სხვადასხვა მეთოდითა და წესით ახერხებს.

გიზიარებთ მის გამონათქვამებს და თავის მოვლის წესებს:

1. “არ არის აუცილებელი ყოველთვის და მთელი შემოსავალი ბრენდებსა და დიზაინერების სამოსში დახარჯოთ. ამოირჩიეთ 1 განსაკუთრებული ნივთი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენ პიროვნებასაც და ამასთანავე თავდაჯერებულს გაგხდით.”

2. “მოდაზე საუბარი, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ უკვე მოსაწყენია, რასაც ვერ ვიტყვით სტილზე. სტილი ყველაფერია, კულტურა, თქვენი პიროვნება და ქმედებები. ყოველივე ეს ჰქმნის სტილს და იმას თუ როგორ წარდგებით საზოგადოებაში.”

3. “პარიზელი არასდროს ფლანგავს, როდესაც გსურთ საკუთარი თავის გამოხატვა, გააკეთეთ ეს მცირე დეტალით.”

4. “დღეს ტრენდულია გამოიყურებოდე ისე, თითქოს ამაზე არ გიზრუნია. ამ სტილის მიღებას კი სწორედ რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება. შექმენით თქვენი “უბრალოების” ისტორია.”

5. “ჯინსი, თეთრი ზედატანი და პიჯაკი ის საბაზისო ნივთებია, რომლებიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს.”

6. “მიუხედავად იმისა თუ როგორები წარსდგებით საზოგადოების წინაშე, მთავარია რომ ეს გამოსახულება თქვენი შექმნილი და პიროვნების ამსახველი იყოს.”

7. “პარიზელი ქალები არ ვართ იდეალურები. ჩვენი თავისუფლება იმაში მდგომარეობს რომ ყურადღებას არ ვაქცევთ რას ფიქრობს დანარჩენი სამყარო ჩვენზე.”

8. “კანზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია. შეამჩნევდით რომ ფრანგი ქალები მაკიაჟს მინიმალური რაოდენობით იყენებენ. სამაგიეროდ ჩვენ ვზრუნავთ კანის მოვლასა და დაცვაზე, ვიყენებთ SPF, დღის და ღამის, ანტიასაკობრივ საცხებსა და შრატებს. რაც მთავარია, ყოველთვის ვიწმენდთ კანს, მაშინაც კი თუ ღამის 3 საათზე სახლში წვეულებიდან ვბრუნდებით. თქვენი კანი, უნიკალური მატერიაა, რომელშიც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ.”

9. “თმის მოვლის ჩემებური მეთოდი მაქვს და მიყვარს მისი ბუნებრივად ტარება, შესაბამისად ვიყენებ მინიმალურ საშუალებებს და არ ვიშრობ მას. ყოველდღიური შამპუნი და კვირაში ერთხელ ნიღბის გაკეთება თმას ბუნებრივ იერს უნარჩუნებს.”

10. “დააფასეთ თქვენი ნაკლი. შეუძლებელია იყო იდეალური. ამაზე ფიქრით საკუთარ თავს მხოლოდ დაუშავებთ. მაგალითად მე დიდი ცხვირი მაქვს, თუმცა ლამაზი თვალები, შესაბამისად ვკვეთ მომგებიან მხარეს და მიყვარს საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ.”

11. “მაკიაჟის გაკეთებისას, დაიცავით ზომიერება. თუ წითელ ტუჩსაცხს ატარებთ, მაშინ მხოლოდ თვალის ტუში წაისვით და მოერიდეთ ჩრდილებს. საერთო სისადავე და გამოკვეთილი დეტალი ისაა რაც ფრანგ ქალებს გამოარჩევთ.”

12. “გაიგეთ რა გიხდებათ – ფერი, ქსოვილი, თარგი. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია და ამასთანავე დროთა განმავლობაში საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.”