ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სახის კანზე უფრო და უფრო ცოტა პროდუქტის წასმაა რეკომენდებული. მაღალი ტემპერატურა დამატებითი სტრესია კანისთვის და ამიტომ უმჯობესია თუ თავის მოვლისა და მაკიაჟის რუტინას ცხელ სეზონს შეუთავსებთ. თუ აქამდე ტონალურ საცხს იყენებდით, ის BB ან CC კრემით ჩაანაცვლეთ.

ვინაიდან ჩემთვის პრიორიტეტული კანის ერთგვაროვანი ფერის მიღება და მსუბუქი ტექსტურაა, გადავწყვიტე ამ სეზონს ახალი CC კრემით შევხვედროდი და არჩევანი Delfy-ზე შევაჩერე. აქამდე მათი არაფერი მქონია, თუმცა შეფასებების წაკითხვის და პროდუქტის ადგილზე გამოცდის შემდეგ გადავწყვიტე შანსი მიმეცა და არც შევმცდარვარ. კონსისტენცია თხელია და მარტივად ნაწილდება სახეზე (გირჩევთ ხელით გადაინაწილოთ), მიუხედავად იმისა რომ CC კრემია დაფარვა საკმაოდ კარგი და რაც მთავარია, მდგრადი აქვს. კრემი წარმოდგენილია 4 სხვადასხვა ტონალობაში.

ზაფხულს მბზინვარება ყოველთვის უხდებოდა, თუმცა 2018 წელს, შიმერები, ბრონზერები და ჰაილაითერები #1 ტრენდია. ეს ეხება როგორც სახეს, ასევე სხეულს, ტუჩებს და თვალებს. ასე რომ არ შეგეშინდეთ თქვენი ხასიათის თამამი ფერებით გამოხატვა, იბრწყინეთ!

Delfy-ს სახის შიმერი წარმოდგენილია ორ ტონალობაში. ერთი მოვარდისფრო/ბუნებრივია, ხოლო მეორე შოკოლადისფერი. აღსანიშნავია, მისი სტრუქტურა, რომელიც ძალიან თხელი და სასიამოვნოა, საკმაოდ კარგად ატენიანებს და ამასთანავე მსუბუქი ბზინვარებით ამკობს კანს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ CC კრემს შეურიოთ და ისე წაისვათ ან დამოუკიდებლად დაიტანოთ ღაწვებზე, ცხვირზე, ტუჩებზე და წარბის ქვეშ.

საერთო ჯამში, ორივე პროდუქტი ნამდვილად არის ჩემი ზაფხულის MUST HAVE. აღსანიშნავია, გარემო რომელიც მაღაზიაში დაგხვდებათ. კონსულტანტი გოგონები ძალიან კეთილგანწყობილები არიან, მოთმინებით გელოდებიან და გეხმარებიან პროდუქტის არჩევაში, რაც სამწუხაროდ იშვიათობას წარმოადგენს.

Delfy-ში ასევე დაგხვდებათ ტუჩსაცხების ზაფხულის კოლექცია და სურნელოვანი სპრეიები, რომელთა გამოცდას მომავალში ვაპირებ და შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ.