თავის მოვლის პროცესს ყოველთვის თან ახლავს ექსპერიმენტები. ხანგრძლივი ძიების შედეგად ვპოულობთ პროდუქტებს, რომლებსაც ახალ აღმოჩენებამდე წარმატებით ვიყენებთ. ძიების პროცესს სასარგებლო რეკომენდაციების და გამოცდილების გაზიარება ამარტივებს. სწორედ ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელთა ხარისხი, ფასი და შედეგი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

Clinique Superprimer Face Primer – შესანიშნავი ბაზაა მათთვის, ვისაც მგრძნობიარე და სიწითლისკენ მიდრეკილი კანი აქვს. მსუბუქი და ნეიტრალური ტექსტურის წყალობით, მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ტონალური ქვეშ, ასევე დამოუკიდებლად.

MAC Prep + Prime – არის თერმული წყალი/ფიქსატორი, რომლის გამოყენება შეგიძლიათ როგორც მაკიაჟის დატანამდე (აცხრობს გაღიზიანებას, ატენიანებს და აგლუვებს კანს) ასევე მაკიაჟის შემდეგ (ერთ-ერთი საუკეთესო ფიქსატორია იმისთვის, რომ თქვენი მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში იდეალურად გამოიყურებოდეს).

Lancome Matte Shaker – აღმოჩენაა, რომელიც განსაკუთრებით გამოგადგებათ მათ ვისაც მგრძნობიარე ტუჩები გაქვთ ან გიჭირთ ტუჩსაცხის წასმისას კონტურების დაცვა. გამომდინარე მისი ტექსტურიდან ის არ აშრობს, არამედ კვებას კანს, ამასთანავე აქვს ინტენსიური და მდგრადი პიგმენტი. მსუბუქად სატარებელია და განსხვავებული აპლიკატორის წყალობით, მარტივად წასასმელია.

DIOR Diorshow Mascara – ერთ-ერთი საუკეთესო ტუშია, რომელიც გამომიყენებია. აქვს კარგი დაფარვა, ზომიერად აგრძელებს და ავსებს წამწამებს.

CHARLOTTE TILBURY Filmstar Bronze & Glow – იდეალური 2 1-ში. გაძლევთ სახის კონტურის შექმნისა და გასხივოსნების საშუალებას.

Smashbox Studio skin – ერთ-ერთი საუკეთესო ტონალურია, რომელსაც აქვს კარგი დაფარვა და რაც მთავარია, ხანგრძლივი ეფექტი. ფერთა პალიტრაც ფართოა, შესაბამისად მარტივად შეძლებთ თქვენი კანისთვის მისაღები ტონალობის არჩევას. გარდა დეკორატიული ეფექტისა, საცხი ატენიანებს სახის კანს.

Moroccanoil restorative hair mask – თმის მოვლის საშუალებებში, ეს ბრენდი ერთ-ერთი საუკეთესოა. აღნიშნული ნიღაბი აღადგენს დაზიანებულ თმას, უბრუნებს ელასტიურობას და ბზინვარებას. გამოიყენება კვირაში ერთხელ.