Money heist

ტოკიო, რიო, ნაირობი, ბერლინი, პროფესორი და სხვები ამ ესპანური სერიალის მთავარი გმირები არიან, რომლებიც ყველაზე იდეალურ ძარცვას გეგმავენ და…დაძაბული სცენები და პროფესორის მიერ ჩახლართული სქემა მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ და სამივე სეზონს 1 ვიქენდზე გაყურებინებთ.

Black mirror

5 სეზონი + ფილმი თქვენი ჩართულობით და რამდენიმე ალტერნატიული დასასრულით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სერიალია მათთვის ვისაც სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი უყვარს. ტექნოლოგიები…ადამიანის ხელით შექმნილი მიღწევები, რომლებიც საბოლოოდ მათზე დომინირებენ. 9/10 შეფასებით “შავი სარკე” ჩემთვის უდავო ფავორიტია სერიალებს შორის.

Sherlock

მართალია, მისი ყურება საერთო სახალხო აღფრთოვანებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, თუმცა ამით სერიალის დიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ბენედიქტ კამბერბეჩის არაჩვეულებრივად შესრულებული, თანამედროვე შერლოკ ჰოლმსის ისტორიები სასიამოვნო საღამოებს (…ისე რატომ მხოლოდ საღამოებს?) გპირდებათ. თითოეული სერია, ფაქტობრივად დამოუკიდებელი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

The handmaid’s tale

მარგარეტ ეტვუდის წიგნის მიხედვით უკვე 3 სეზონია გადაღებული…სამყარო, სადაც ქალებს მინიმალური უფლებები და მამაკაცების მიერ მკაცრად დადგენილი როლები და მოვალეობები აქვთ. თუ ქალი უნაყოფო ან ცუდი ყოფაქცევისაა მას არ გაუმართლა, მათ კი ვისაც ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა შეუძლიათ უფრო ძალიან არ გაუმართლათ…

Big little lies

შთამბეჭდავი ქასთი და პირველი სეზონის პირველი სერიაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მასში ბოლომდე ჩაერთოთ. ერთი შეხედვით რუტინული, ბანალური ისტორიები დედებზე, რომლებსაც 1 მკვლელობა გააერთიანებთ.

Killing Eve

დაძაბული და საინტერესო სიუჟეტი თუ თქვენთვის საკმარისი არ არის, მაშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე, კარგ საუნდთრექებზე და გემოვნებიან, ექსცენტრიულ მკვლელ გოგონაზე რას იტყვით?

The marvelous Mrs. Maisel

ცოტა ადამიანი მეგულება ვინც ეს სერიალი ნახა და მთავარ პერსონაჟში საკუთარი თავი ან რაიმე დამახასიათებელი არ დაინახა. არც მე ვარ გამონაკლისი. Mrs Maisel ნამდვილად იქცევა თქვენს Soul sister – ად. გოგონა, რომლის ათასნაირ, საზოგადოებრივ ჩარჩოში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ მეიზელი ხომ საოცარია…