ეს პოსტი გამოგადგებათ ყველას ვინც ყოველდღიურად იყენებთ ტონალურ კრემს ან მხოლოდ ახლა იწყებთ მაკიაჟის საკითხებში გარკვევას. გსურთ შედეგი მაქსიმალურად ეფექტური და ბუნებრივი იყოს.

როგორ ავარჩიოთ ტონალურის ფერი? – მაჯაზე ან მტევანზე მოსინჯვით? – არა. კანის ბუნებრივ ტონთან მაქსიმალურად მსგავსი ფერის ასარჩევად გამოცადეთ ის კისერზე დატანით – ყბის ქვემოთ, სახისა და კისრის გარდამავალ არეზე.

განსხვავებული ეფექტის მისაღებად, ტონალურებს სხვადასხვა საშუალებები დაუმატეთ:

1. სახის ზეთი – ტონალური დაიტანეთ სახეზე, გადასანაწილებლად გამოიყენეთ “სპონჟი”, რომელსაც სახის ზეთს დააწვეთებთ და ასე გააგრძელეთ სახის ტონის გათანაბრება. ამ მეთოდით თავიდან აირიდებთ კანის გამოშრობას, დაჭიმულობას, სახეზე წვრილი ნაოჭების გამოჩენას.

2. დამატენიანებელი კრემი – ასე BB კრემის ეფექტს მიიღებთ, ისარგებლებთ ტონალურის ყველა სიკეთით, თუმცა ამასთანავე დაიტენიანებთ კანს, საცხის ტექსტურა კი უფრო მსუბუქი და მარტივად გადანაწილებადი გახდება.

3. მაკიაჟის ფიქსატორი – კანზე ტონალურის დადების შემდეგ შეისხურეთ ფიქსატორი და მხოლოდ ამის მერე გადაინაწილეთ “სპონჟით”. ასე კონსისტენცია სატარებლად უფრო მარტივი და მდგრადი იქნება.

გადანაწილება ფუნჯის გამოყენებით – თუ ტონალურის წასმის ეს მეთოდი გირჩევნიათ გაითვალისწინეთ რომ მოძრაობები ზემოდან ქვემოთ უნდა შეასრულოთ. ასე ფორები ნაკლებად მკვეთრად გამოჩნდება.

კანის შესაბამისად მომზადება/სკრაბით დამუშავება/პილინგი – თუ გინდათ რომ მაკიაჟი და ტონი იდეალურად გადანაწილდეს სახეზე, აუცილებელია მისი შესაბამისად მომზადება. ნარჩენების და მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავება, რასაც სკრაბის/გომაჟის საშუალებით შეძლებთ.

პრაიმერი/ბაზა – მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ტონალურის გამოყენებაზე და იდეალურ შედეგზე არ უნდა გამოვტოვოთ მთავარი საფეხური – შესაბამისი ბაზა, რომელიც ათანაბრებს კანს, ავსებს რელიეფს, უზრუნველყოფს მდგრადობას, ამასთანავე კანს იცავს ტონალურის პირდაპირ ფორებთან შეხებისგან.