თუ გსურთ, რომ თქვენი სხეული საუკეთესოდ წარმოაჩინოთ, მაშინ გაითვალიწინეთ შემდეგი რჩევები:

ქამარი – იმისათვის, რომ თქვენი სხეული საუკეთესოდ წარმოაჩინოთ და მეტი ქალურობა შესძინოთ გამოიყენეთ ქამარი, რომელიც გამოკვეთს თქვენ ფორმებს.

ვერტიკალური ზოლები – განსხვავებით ჰორიზონტალური ზოლებისგან, რომელიც სხეულს ვიზუალურად ადიდებს, უფრო მაღალს და ტანადს გამოგაჩენთ.

გრძელი მოსაცმელი – შეიძლება გგონიათ, რომ ასეთი სამოსი მხოლოდ მაღალ ადამიანებს უხდებათ, მაგრამ არა. მაქსი მოსაცმელი თქვენ ვიზუალს დასრულებულ სახეს მისცემს.

იდეალური განიერი შარვალი – აირჩიეთ შარვალი რომელიც არც განსაკუთრებით მომდგარი იქნება და არც თავისუფალი. იდეალურად მოგერგებათ წელზე და თეძოებზე.

მაღალწელიანი, გადაჯვარედინებული ქვედაბოლო – უბრალო მაისურზეც კი ასეთი ქვედაბოლო განსაკუთრებით გამოიყურება და კვეთს თქვენს წელს.

შეუხამეთ შარვალი/კოლჰოტი და ფეხსაცმელი – ერთნაირი ფერის არჩევის შემთხვევაში, თქვენი ფეხები დაუსრულებლად გამოჩნდება.

გრძელი შარფი – ვერტიკალურად დაშვებული შარფი ვიზუალურად დააგრძელებს თქვენს ტორსს.

მაღალწელიანი შარვალი – და მოკლე ტოპი იდეალური კომბინაციაა, თუ გსურთ რომ გრძელი ფეხები და მოხდენილი ტანი გამოგიჩნდეთ.

მონოქრომული სამოსი – ეს მოდაშიცაა და მომგებიანიც. გადაწყვიტეთ მთელი თქვენი ვიზუალი ერთ ფერში, რაც ვიზუალურად უფრო თხელს გამოგაჩენთ.

წვეტიანი ფეხსაცმელი – ასეთი ცხვირი ვიზუალურად უფრო აგრძელებს და ათხელებს ფეხებს.

ე.წ “pencil” ქვედაბოლო – აუცილებლად უნდა იყოს ყველა ქალის გარდერობში, რადგან იდეალური მეგზურია როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ის მიჰყვება თქვენს სილუეტს, კვეთს დადებით მხარეებს და ფარავს ნაკლოვანებებს.