კარგი ფილმი, განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გიზიარებთ 10 ფილმს, რომელსაც შეგიძლიათ თავისუფალ დროს უყუროთ.

MISS SLOANE
ფილმი ამბიციურ და წარმატებულ ლობისტზე, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს.

DEMAIN TOUT COMMENCE
მელოდრამა თავქარიან და უპასუხისმგებლო კაცზე, რომლის ცხოვრებაც ერთ დღეს რადიკალურად შეიცვლება, თქვენში არაერთგვაროვან ემოციებს გამოიწვევს.

JULIETA
პედრო ალმადოვარის მორიგი წარმატებული სიუჟეტი, რომელიც მოგითხრობთ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, იმედგაცრუებასა და იმედზე.

PERFETTI SCONOSCIUTI
მობილური ტელეფონები ჩვენი ცხოვრების შავი ყუთია, ასე ამბობს ამ ფილმის ერთ-ერთი გმირი. მართლაც, მეგობრულ ვახშამზე ჩატარებული ექსპერიმენტი რამდენიმე შავ ყუთს გახსნის, ფინალი კი სიურპრიზს გიმზადებთ.

THE BODY
თრილერი, რომელიც დასაწყისშივე დაგაფიქრებთ მისი განვითარებისა და დასრულების რამდენიმე ალტერნატივაზე, თუმცა რაც ბოლოს მოხდება გაგაოცებთ, თან დამატებით ბმულზე გადასვლის გარეშე. 

MONSIEUR & MADAME ADELMAN
დამწყები მწერლისა და “ყოვლისმცოდნე” მაგისტრის სიყვარულისა და თანაცხოვრების ისტორია, სავსე ემოციებითა და გრძნობებით.

WHAT HAPPENED TO MONDAY 
მომავლის სამყაროში, სადაც შეზღუდული რესურსების გამო, ოჯახს მხოლოდ 1 შვილის ყოლის უფლება აქვს 7 ტყუპი გოგონა იბადება, მათ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის.

THE BOOK OF HENRY
ემოციური დრამა მარტოხელა დედაზე და პატარა ძმებზე, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევა.

MURDER ON THE ORIENT EXPRESS
ფილმში შეხვდებით მატარებლის მგზავრებს, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ უცნობებს, რომელთაც აღმოსავლეთის ექსპრესში მომხდარი მკვლელობა გააერთიანებთ.

WONDER
ფილმი, რომელიც სავარაუდოდ უკვე ბევრმა ნახეთ, ვინც არა, მათ პირველად ხილვის ბედნიერება წინ გაქვთ. კეთილი და იმედისმომცემი ისტორია პატარა ბიჭზე, რომელსაც გენეტიკური დაავადება აქვს, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს მის მტკიცე ხასიათზე და გარემოსადმი დამოკიდებულებაზე.