ფრანგი ქალები გამოირჩევიან თავიანთი დახვეწილობითა და უბრალოებით. ისინი დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოწესრიგებულად გამოიყურებიან და ამას მძიმე მაკიაჟის გარეშე და სადა სამოსით ახერხებენ.

მათი ფილოსოფია ასეთია: სხეული რომელიც გაქვთ ის სახლია, რომელშიც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ. შესაბამისად, მთავარია მასზე ზრუნვა და ისეთი ბაზის შექმნა, რომელსაც დამატებითი ჩარევა აღარ დასჭირდება.

სხეულის კომპლექსია:
ფრანგი ქალები გამოირჩევიან თხელი აღნაგობით. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ კვების რეჟიმს, არ უყვართ ვარჯიში, თუმცა ყოველთვის საქმიან მოძრაობაში არიან. ფრანგებს უყვართ ჭამა და გურმანობაში თავს არ იზღუდავენ, თუმცა ამას აკეთებენ დოზირებულად და დღის შესაბამისს მონაკვეთში.

კანის მოვლა:
სხეულის მოვლის უმთავრესი კომპონენტი მისი დატენიანებაა, გამოიყენეთ კანის მკვებავი, სურნელოვანი საცხები და ზეთები, რომლებიც მაქსიმალურად ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული. კვირაში 1-2 ჯერ გამოიყენეთ სკრაბი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, ამით სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება, კანი უფრო გლუვი, ელასტიური და ჯანსაღი გახდება.

სახის კანის მოვლა:
სახის კანის მოვლა ყოველდღიური რუტინის ნაწილად აქციეთ. არასდროს დაიძინოთ მაკიაჟით. გამოიყენეთ დღის და ღამის მკვებავი/დამატენიანებელი საცხები და ნიღბები, რომლებიც აფერხებს ნაოჭების გაჩენისა და დაბერების პროცესს, ატენიანებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან.

მაკიაჟი:
ფრანგი ქალების სახეზე მძიმე მაკიაჟს ძალიან იშვიათად შეხვდებით, ისინი საკუთარ კანზე ისე ზრუნავენ, რომ დამატებითი კოსმეტიკური საშუალებები არ ესაჭიროებათ. იმისთვის რომ მიიღოთ ფრანგი გოგონას ვიზუალი, დაუმეგობრდით წითელ ტუჩსაცხს და გამოიყენეთ წამწამების ტუში და ჰაილაითერი მინიმალური რაოდენობით. ფრანგული მაკიაჟი no makeup makeup პრინციპს ეფუძნება.

თმა:
უმნიშვნელოვანესი დეტალია ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის ქალის გარეგნობაში. თმის ვარცხნილობასა და ფერს შეუძლია შეცვალოს მთლიანი ვიზუალი. ფრანგ ქალებს უყვართ ბუნებრივი, თბილი ფერები. ისინი თმას მაქსიმალურად ბუნებრივ ფორმას აძლევენ და უყვართ ე.წ “ჩოლკის” ტარება.

ჩაცმის სტილი:
გამორჩეულია თავისი სისადავითა და დახვეწილობით. როგორც წესი, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს და არა რაოდენობას. მათი გარდერობი ძირითადად საბაზისო ნივთებით და პასტელური ტონალობებითაა გაჯერებული, რომელსაც გემოვნებით ერწყმის სხვადასხვა აქსესუარი.