საფრანგეთში ვიზიტს აპირებთ ან გაინტერესებთ ქვეყნის შთამბეჭდავი ხედები და ლამაზი ქუჩები? – სანამ მოდის, სიყვარულის, ღვინის, კულინარიისა და ესთეტიკის ქვეყანას ეწვევით შეგიძლიათ იხილოთ ფილმები, რომლებიც საფრანგეთშია გადაღებული და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოგზაურებთ.
Midnight in Paris – ვუდი ალენის ჩვეულ სტილში გადაღებული ფილმი, მსუბუქი კომედია და ფენტეზის ჟანრი. ისტორია რომანტიკოსი მწერლის შესახებ, რომლისთვისაც საფრანგეთის 20-იანი წლები შთაგონების და ფანტაზიის მთავარი წყაროა. გარდა საინტერესო სიუჟეტისა, ფილმის ყურებისას პარიზის ქუჩების ულამაზესი რაკურსებით დატკბებით.
2 Days in Paris – ამბავი წყვილის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს უქმე დღეები პარიზში გაატაროს. ამ მოგზაურობისას ისინი ერთმანეთს თითქოს ხელახლა აღმოაჩენენ.
The intouchables – ისტორია 2 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის შესახებ. ფილმი, სავსე სიკეთით, ფრანგული აქცენტით და არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმებით.
Yves Saint Laurent – ისტორია ცნობილი ფრანგი დიზაინერის, ივ სენ ლორანის ცხოვრების შესახებ.
Before Sunset – ტრილოგიის მეორე ნაწილი. ისტორია 9 წლის შემდეგ ვითარდება, როდესაც მატარებელში გაცნობილი სტუდენტები ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან. როგორც აღმოჩნდება, დროს ბევრი რამე აქვს შეცვლილი, მაგრამ არა გრძნობები ამ 2 ადამიანს შორის.
Paris, je t’aime – ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია პარიზის სხვადასხვა კუთხით დასანახად. 18 განსხვავებული ისტორია ქალაქზე, ადამიანებზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე გვიყვება.
Amelie – ოდრი ტატუს პერსონაჟი – ამელი, საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, მუშაობს ადგილობრივ კაფეში და ეძებს სიყვარულს.
French kiss – მოულოდნელობით სავსე სიუჟეტი, რომელიც არაერთი კომიკური მომენტით კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
Hugo – მოქმედება 30-იანი წლების პარიზში ვითარდება. მარტინ სკორსეზეს სათავგადასავლო ფენტეზი საინტერესო მოგზაურობაში გიწვევთ.
Breathless – ჟან-ლუკ გოდარის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ნამუშევარი. ისტორია 2 ახალგაზრდა ადამიანზე, მათ გრძნობებსა და ცხოვრებისეულ მისწრაფებებზე.
Paris when it sizzles – მსუბუქი მელოდრამული სიუჟეტი, ულამაზესი ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით სასიამოვნო საღამოს გაგატარებინებთ.
An American in Paris – 6 ოსკარის მქონე ფილმი, რომელიც მოგვითხრობს 2 ადამიანის სიყვარულის ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
Charade – ისევ ოდრი ჰეპბერნი, რომანტიკული თრილერი და გასული საუკუნის პარიზის ქუჩები.
Romantics Anonymous – რომანტიკული კომედია 2 თანამშრომელზე, რომლებსაც გემოვნებასთან ერთად, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც აერთიანებთ, თუმცა საქმე იმაშია რომ ისინი თანაბრად მორცხვები არიან და გრძნობებს ვერ ამჟღავნებენ.
I do – ნამდვილი ფრანგული კომედია, 43 წელს მიღწეული წარმატებული მამაკაცის შესახებ, რომელსაც დაოჯახების “დრო” დაუდგა.
Chocolat – ვარსკვლავური შემადგენლობა, რომანტიკული მელოდრამა და ბევრი შოკოლადი.
თქვენ რომელ ფილმებს დაამატებდით?
პარიზი გელოდებათ! ავიაკომპანია Georgian airways კი თბილისიდან პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გთავაზობთ.
0 Comments