საკვები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ ჩვენი კანის იერსახესა და სიჯანსაღეზე. ხშირად, კანის პრობლემები, რომლებიც გარეგანი გამაღიზიანებლების მოქმედების შედეგი გვგონია, ორგანიზმის განგაშის სიგნალია. ტყუილი არ არის, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას/პროდუქტს ორგანიზმისა და კანის გასაჯანსაღებლად.

წესი #1 – არ აქვს მნიშვნელობა წონის კლებაზე ვსაუბრობთ, სახის კანზე თუ ჯანმრთელობაზე წყალი და დატენიანება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუ თქვენ დღის განმავლობაში საკმარისი ოდენობის წყალს არ სვამთ (საშუალოდ 2-2.5ლ) ეს მალე აისახება თქვენს კანზე, ხოლო თუ წყლის მიღებას ჩვევად გადაიქცევთ, შედეგს მალე დაინახავთ. დაიწყეთ დილა ჭიქა წყლით და და დალიეთ დღის განმავლობაში 2-3 ლ. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია მინერალურ, არაგაზირებულ წყალზე არა სხვა სახის სითხეზე როგორებიცაა: ყავა, ჩაი, წვენი და ა.შ. 

ბოსტნეული – ბოსტნეული სასარგებლოა თქვენი შინაგანი ორგანოებისთვის, შესაბამისად სახის კანისთვისაც. განსაკუთრებული კვებითი ღირებულებები აქვს მწვანე ბოსტნეულს. მიირთვით ისინი უმად ან მსუბუქად მოთუშული სახით, რადგან მაქსიმალურად შეინარჩუნოს ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები.

თევზი – საუკეთესო პროდუქტია როგორც კანისთვის, ასევე თვალებისთვის და ორგანიზმისთვის. ის შეიცავს ომეგა 3-ს, ბუნებრივ ცხიმებს. ხელს უშლის კანის გაღიზიანებას და შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც აკნე აწუხებს.

ნუშის რძე – ადამიანების დიდ ნაწილს, ისე რომ მათმა უმრავლესობამ შეიძლება ეს სულ არ იცოდეს აქვს ალერგია ძროხის რძეზე. ჩაანაცვლეთ ის ნუშის რძით, რომელიც მეტად სასარგებლოა როგორც ორგანიზმისთვის, ასევე სახის კანისთვის.

საზამთრო – არაჩვეულებრივი პროდუქტია, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა. შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს და სხვა ხილთან შედარებით ნაკლებ შაქარს.

ანტიოქსიდანტები – სასარგებლოა კანისთვის, მათ დიდი რაოდენობით შეიცავს კენკრა.

ვიტამინი A – შემცველი საკვები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც ლაქები და აკნე აწუხებს. ამ ვიტამინს შეიცავს სტაფილო, გოგრა, მანგო, ნესვი და კვერცხი.

ისინი ვისაც მგრძნობიარე და ადვილად გაღიზიანებადი კანი გაქვთ მოერიდეთ თხილეულს, ტკბილეულს, განსაკუთრებით ცხარე, მწარე და ცხელ საკვებს, ასევე ალკოჰოლურ და გაზიან სასმელებს. გამოიკვლიეთ, შესაძლოა ალერგია კონკრეტული საკვების ჯგუფზე გქონდეთ და მისი რაციონიდან ამოღებამ თქვენი პრობლემა გადაწყვიტოს.