მუსიკა – გქონდეთ თქვენი ფლეილისთი ყველა სიტუაციისთვის. დააკავშირეთ მელოდიები სასიამოვნო მოგონებებთან და თავად შეიქმენით განწყობა.

სასმელი – ალკოჰოლი დიდი ოდენობით საზიანოა ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის, თუმცა ხანდახან განტვირთვის საღამოს მოწყობა შესაძლებელია. ჭიქა საყვარელი სასმლით და მაგალითად, სასიამოვნო ფილმისგან მიღებული სიამოვნება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.

თავის მოვლის პროცედურები – დრო, რომელსაც საკუთარ თავს უთმობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია. თვეში ერთხელ მაინც გამოყავით თქვენი დღე, ჩაიტარეთ სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

15 წუთიანი ჰობი საღამოსთვის – რუტინა ყოველთვის მომაბეზრებელი არ არის. აბაზანის პროცედურები, იოგა, პილატესი, კითხვა…აირჩიეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობა და მიუხედავად ყველაფრისა, დღის ბოლოს გამოყავით მისთვის დრო.

მიირთვით ნამდვილი საკვები – ქარხნული წარმოების, ქიმიური შემადგენლობებით გაჯერებული საკვების მიღება დროთა განმავლობაში გიქვეითებთ გემოს შეგრძნებას და ყველა ე.წ Junk Food-ს ერთნაირად, განუზომელი რაოდენობით იღებთ. მიესალმეთ ნატურალურ ხილს და ბოსტნეულს, მინიმუმამდე შეამცირეთ მარილის, შაქრის და სხვა სანელებლების გამოყენება და შეიყვარეთ ნამდვილი საკვების, ნამდვილი გემოები. ეს დადებითად აისახება თქვენს კანზე, ორგანიზმზე, ფორმასა და რა თქმა უნდა განწყობაზე.

სიკეთე – აკეთეთ ყველაფერი სიკეთით, არა იმიტომ რომ ყველას გული მოიგოთ, არამედ იმისთვის რომ მიაღწიოთ შინაგან ჰარმონიას და სიმშვიდეს. ადამიანი რომელიც გამუდმებით გაბრაზებული, ნაწყენი და სხვებისთვის ცუდის მსურველია პირველ რიგში საკუთარ თავს უშავებს.

შეიმეცნეთ – ცხოვრების რა ეტაპზე და სოციალურ საფეხურზეც არ უნდა იყოს ადამიანი, დროთა განმავლობაში ყოველდღიურ რუტინაში იკარგება და დღიდან მომდევნო დღემდე, ჩვეული მიმართულებებით ცხოვრობს, რაც დამღუპველია პიროვნების განვითარებისთვის და ამავდროულად განწყობისთვის. გაიხალისეთ დღე ახლის შემეცნებით და ეს აუცილებლად შორეულ ქვეყანაში მოგზაურობას არ გულისხმობს, გაისეირნეთ ქუჩაზე სადაც დიდი ხანია არ ყოფილხართ, წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ახალ ფილმს, შეიძინეთ ახალი ჰობი. რაც მთავარია, არასდროს დაკმაყოფილდეთ არსებულით, არ დაივიწყოთ შემეცნება და ყოველთვის ეძებეთ სიახლე, თუნდაც მცირეოდენი, ის რის გამოც დილას ბედნიერი გაიღვიძებთ.

აღმოაჩინეთ თქვენი სურნელი – ყნოსვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა რაც ადამიანს აქვს და მისი მეხსიერება ყველაზე ხანგრძლივია. სურნელს შეუძლია შეგაწუხოთ ან ისეთ განწყობაზე დაგაყენოთ, რომ მომავალში სწორედ ის გახდეს თქვენი წარმატების წინაპირობა. არ დაიზაროთ, ეძიეთ, მოსინჯეთ და მიაგენით თქვენს სურნელს. გახადეთ სურნელი თქვენი საფირმო ნიშანი.

იმოქმედეთ საკუთარი განრიგით – ვიქენდებზე აუცილებლად გვიან ღამემდე უნდა გაერთოთ და ალკოჰოლი დალიოთ, იმიტომ რომ ასეთი წესია… არა, ეს ასე არ არის. თქვენ კვირის ნებისმიერი დღე საკუთარი სურვილის და პრიორიტეტების მიხედვით უნდა განსაზღვროთ და არა იმის თუ რას აკეთებს ადამიანების უმრავლესობა. ხმაურიან კლუბურ საღამოს სახლში ფილმის ყურება გირჩევნიათ? ეს ძალიან მარტივია, რადგან ყველაფერი მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

კაფსულა გარდერობი – არაჩვეულებრივი ხერხი გქონდეთ მოწესრიგებული და მხოლოდ საჭირო ნივთებისგან შემდგარი გარდერობი. ყოველი სეზონის წინ, თქვენი გარდერობი ამ მეთოდის მიხედვით დააკომპლექტეთ. შედეგად, შეამცირებთ ხარჯებს, არასაჭირო ნივთის უსარგებლობისგან გამოწვეულ სევდას და მუდმივად დასალაგებელ ოთახს.

გარეთ საუზმე – ხანდახან თქვენი თავი გარეთ საუზმით გაანებივრეთ. აღმოაჩინეთ ახალი კაფეები, ჭიქა საყვარელი ყავა/ჩაით და ნოყიერი საუზმით დაწყებული დილა ნამდვილად დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.