ცხიმიან კანს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება, რადგან თავიდან აიცილოთ მისი თანმდევი გამოვლინებები და შემდგომი დისკომფორტი. ამისათვის საჭიროა, მიაგნოთ თქვენთვის მისაღებ თავის მოვლის საშუალებას და კანზე ზრუნვა ყოველდღიურ რუტინად აქციოთ.

თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ თუ:
*ფორები საგრძნობლად გაფართოებულია;
*გაწუხებთ შავი წერტილები და გამონაყარი;
*ზედაპირი არაერთგვაროვანია.

შეინარჩუნეთ სისუფთავე
დაიბანეთ სახე დღეში 2-3 ჯერ მაინც, ამით თავიდან აიცილებთ დაბინძურებულ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას მისცემთ.

გამოიყენეთ დამატენიანებელი
დატენიანება, ყველა ტიპის კანს სჭირდება. ამ შემთხვევაში, უნდა შეარჩიოთ საცხი, რომელიც მსუბუქია და დაფუძნებულია წყალზე. არ გამოიყენოთ ზეთოვანი საშუალებები.

დაფარვა
გამოიყენეთ მსუბუქი, თხევადი კონსისტენციის ტონალური ბაზა, რათა თავიდან აიცილთ კანის დამატებითად გაცხიმიანება და დამძიმება.

შავი წერტილების და გამონაყარის შემთხვევაში
გამონაყარი არ გაიღიზიანოთ, რადგან შრამების მოშუშებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე შესაბამისი საშუალებით მის მკურნალობას. შავი წერტილების მოსაშორებლად გამოიყენეთ სპეციალური გამწმენდი საშუალებები, რაც შეეხება გამონაყარს, ეს შესაძლოა კანის არასწორ მოვლასთან ერთად, ჰორმონალურ დარღვევაზე მიანიშნებდეს, ამიტომ უმჯობესია დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა. ისე კი, გამონაყარს ვიზუალურად ფარავს მწვანე ფერის კორექტორი და შემდგომ შესაფერისი ტონალური ბაზა.

არ დაიძინოთ მაკიაჟით, იზრუნეთ ფორების სისუფთავეზე, კანის დატენიანებაზე და აარჩიეთ მსუბუქი ტექსტურის, წყალზე დაფუძნებული სახის კანის მოვლის საშუალებები.

ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საშუალებები:

Anti-Blemish Solutions – Clinique

Cleanance Solutions Blemish Control Regimen – Avène 

Sébium – Bioderma