თუ თმას ხშირად იღებავთ ან ერთხელ მაინც გაგიღიავებიათ, მის სტრუქტურას ცვლილებას აუცილებლად შეამჩნევდით. თმისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და მისი ხარისხის გაუმჯობესება დროსთან და ბიუჯეტთან ერთად, მოვლის საშუალებების სწორად არჩევას გულისხმობს. რა თქმა უნდა არსებობს ძვირადღირებული პროდუქტები და პროცედურები, რომლებიც შედარებით მოკლე დროში გპირდებათ შედეგს, თუმცა მათთვის ვისთვისაც ხელმისაწვდომი ფასი და კარგი ხარისხი პრიორიტეტულია, გთავაზობთ მშრალი და დაზიანებული თმის მოვლის 5 ბიუჯეტურ საშუალებას.

შამპუნი მშრალი და დაზიანებული თმისთვის La petit Olivier (10 ₾) – შეგიძლიათ შეიძინოთ PSP სააფთიაქო ქსელში – შამპუნი განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. შეიცავს ზეთისხილს და არგანის ზეთს, რომლებიც კვებავს და აღადგენს თმას.

თმის ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის Yves Rocher (25 ₾) – შეიძნეთ Yves Rocher მაღაზიებში – თმის ნიღაბი შეიცავს ჟოჟობასა და კარიტეს ზეთს. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. საჭიროებს წყლით ჩამობანას.

თმის ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის Yves Rocher (25 ₾) – შეიძნეთ Yves Rocher მაღაზიებში – ამ ნიღბის მთავარი ინგრედიენტიც ჟოჟობაა, რომელიც განსაკუთრებულად კვებავს დაზიანებულ თმას, სძენს ელასტიურობას და აჯანსაღებს. ეს ნიღაბი არ საჭიროებს ჩამობანას. შეგიძლიათ დაიტანოთ ძილის წინ თმის ბოლოებიდან შუამდე. თუ სტანდარტულ ნიღაბთან ერთად გამოიყენებთ, მაშინ კვირაში ერთხელ დაიტანეთ და დაიტოვეთ თმაზე.

თმის ძმარი ბზინვარებისთვის Yves Rocher (25 ₾) – შეიძნეთ Yves Rocher მაღაზიებში – სურნელოვანი და საჭირო პროდუქტია, რომელიც თქვენ თმას ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს შესძენს, ამასთან აღგავსებთ სასიამოვნო სურნელით. გამოყენების წესი: შამპუნით დაბანის შემდეგ მსუბუქი მასაჟით გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, დაიცადეთ 1 წუთი და დაიბანეთ წყლით.

თმის კონდინციონერი მშრალი და დაზიანებული თმისთვის Diplona (10 ₾) – შეიძენთ Pharmadepot სააფთიაქო ქსელში – თუ თქვენი თმა თხელია, ძირებში ცხიმიანი და ბოლოებში მშრალი მაშინ კონდინციონერი დამოუკიდებლად ან შამპუნის გამოყენებამდე წაისვით თმის შუიდან ბოლოებამდე. ამით გამორიცხავთ მისი ნარჩენების თმაზე დატოვებას, თმის დამძიმებასა და ზედმეტად გაცხიმიანებას.