იტალიელები, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სამოსსა და სტილს.

იტალიელი ქალბატონები გამოირჩევიან ხასიათითა და ეშხით, რასაც სხვადასხვა ხერხით ახერხებენ. მთავარი რაც მათ თავისებურ აურას ანიჭებს და მეტად მომხიბვლელებს ხდის არის თავდაჯერებულობა და გარდერობის შემადგენელი, რამდენიმე აუცილებელი ნივთი, რომელთაც შემდგომში გაგიზიარებთ.

#1 წესი – იყავით თავდაჯერებულები და გიყვარდეთ თქვენი სხეული
იტალიელმა ქალბატონებმა კარგად იციან თავიანთი ღირსებები და ნაკლოვანებები, შესაბამისად გონივრულად ნიღბავენ მინუსებს და მაქსიმალურ აქცენტს თავიანთ პლუსებზე აკეთებენ. დაივიწყეთ კომპლექსები, გამოკვეთეთ თქვენი დადებითი მხარეები, თუმცა არასდროს დაივიწყოთ ზღვარი სექსუალობასა და ვულგალურობას შორის.

კაბა მაქმანებით
ასეთი სტილის კაბა იტალიელ ქალბატონებთან ასოცირდება. ტანზე იდეალურად მორგებული კაბა, აქცენტებით სხეულის ღირსებებზე თქვენ საუკეთესო მეგობრად იქცევა და ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. აქვე რამდენიმე რჩევა:
*თუ ვიწრო წელი გაქვთ, აუცილებლად დააფიქსირეთ ის წვრილი ქამრით.
*უმჯობესია თუ V ჭრილის კაბას აარჩევთ, ასე თქვენი სხეული ვიზუალურად უფრო დაგრძელდება.
*იმ შემთხვევაში თუ ტორსზე მოკლე ფეხები გაქვთ, მოერიდეთ მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბას. უპირატესობა მიანიჭეთ მუხლზე ან მუხლს ზემოთ გადაჭრილ კაბებსა და ქვედატანებს.

ქვედაბოლო ფანქარი
ეს იდეალური ფორმის ქვედაბოლოა, რომლის სწორად არჩევის შემთხვევაში, გრძელვადიანად და ყველა სიტუაციაში მოგემსახურებათ. ის მიჰყვება ტანის სილუეტს, თუმცა ამასთანავე ნიღბავს არსებულ, ყველა ხარვეზს. იმისათვის, რომ ფორმებსა და ღირსებებს უკეთ გაუსვათ ხაზი, შეიძინეთ ტრიკოტაჟის ნაჭრის ქვედაბოლო ფანქარი, რომელიც თქვენ სხეულს მაქსმალურად იდეალურ ფორმას მიცემს.

კორსეტი
კორსეტი წინა საუკუნეებში ნამდვილად არ დარჩენილა და ის სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ ღამის თეთრეულის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. კორსეტის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურად, მაგალითად: პიჯაკის შიგნით. ის მაქსიმალურად წარმოაჩენს თქვენ ღირსებებს.

ფერადი პრინტები
მიუხედავად იმისა რომ იტალიელების საყვარელი ფერი შავია, ისინი წარმატებით უხამებენ მას ფერად პრინტებს. ყვავილებით, კოპლებით და აპლიკაციებით გაფორმებული სამოსი აუცილებლად მოიძებნება მათ გარდერობში.

კაბები
მაქმანიან კაბებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა იტალიელი ქალბატონების გარდერობზე საუბარს მხოლოდ ამით ვერ დავასრულებთ. გამომდინარე მათი ქალურობიდან და სტილიდან, გარდერობში არაერთი, ტანზე მომდგარი თუ ფრიალა კაბა აქვთ.

განსხვავებული ჭრილი
იტალიური მოდისა და სამოსისთვის დამახასიათებელია განსხვავებული სტილის ჭრილები როგორც კაბებზე, ასევე ზედატანებზე. ეს ერთ-ერთი, ყველაზე ქალური დეტალია.

პიჯაკი
ტანზე იდეალურად მორგებული პიჯაკი იტალიური სტილის Must Have – ია. ის უხდება ყევლაფერს და ყველა სიტუაციას.

ქუსლიანი ფეხსაცმელი
არ შეუშინდეთ ფეხსაცმელს მაღალ ქუსლზე, ის თქვენ საერთო ვიზუალს უფრო დახვეწილს და ქალურს ხდის. არსებობს ასეთი გამოთქმაც: თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვიათ, ე.ი კარგად გამოიყურებით.

ჩანთა
ხარისხიანი და ფუნქციური ჩანთა იტალიელი ქალბატონების განუყოფელი ნაწილია და მასში დანამდვილებიდ ღირს ინვესტიციის ჩადება.