იტალია გამორჩეულია მრავალფეროვნებით, მის ყველა მხარეს დამახასიათებელი არქიტექტურა, სამზარეულო, კლიმატი და ტემპერამენტი აქვს. სანამ არდადეგებს მოიწყობთ და თქვენ წილ იტალიას აღმოაჩენთ, გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც დასავლური კულტურის სამშობლოში გამოგზაურებენ.

რომაული არდადეგები – ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟი პრინცესა ანაა, რომელიც რომაული არდადეგების მოწყობას გადაწყვეტს, თან ისე რომ საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს. ქალაქის ულამაზესი ქუჩები და რომანტიკული კომედია დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

Under the Tuscan sun – გამორჩეულად ლამაზი ფილმი, იტალიის ულამაზესი ხედებითა და ახალგაზრდა ქალის ისტორიით, რომელიც წარუმატებელი რომანის შემდეგ, გადაწყვეტს ამერიკული ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს და იტალიაში დაფუძნდეს.

ჭამე,ილოცე,შეიყვარე – ჯულია რობერტსის პერსონაჟი განქორწინების შემდეგ საკუთარი თავის აღმოსაჩენად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტს. დაუვიწყარი თავგადასავალის ერთ-ერთი გაჩერება რომია.

A room with a view – რომანტიკული კომედია 8 ოსკარზეა ნომინირებული და ფლორენციის ქუჩებში გამოგზაურებთ.

Life is beautiful – ისტორია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება, სადაც ებრაელი მამა ცდილობს შვილს ომის სისასტიკე ააცილოს და გადაარჩინოს.

Letters to Juliet – ამერიკელი გოგონა საქმროსთან ერთად იტალიაში მიემგზავრება, სადაც უპასუხოდ დატოვებულ სასიყვარულო წერილს იპოვნის და გადაწყვეტს რომ მითითებული ადრესატის მოძებნას.

Stealing beauty – ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი, რომელიც ახალგაზრდა ამერიკელი გოგონას იტალიურ არდადეგებზე და ოჯახის ძველ მეგობრებთან გატარებულ დროზე მოგითხრობთ.

Malena – ულამაზესი მონიკა ბელუჩის და ლეგენდარული რეჟისორის, ჯუზეპე ტორნატორეს ტანდემი ლამაზ, აზრიან და სასიამოვნო ფილმს გთავაზობთ.

Tea with Mussolini – ნახევრად ბიოგრაფიული ფილმი მოგითხრობთ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მიმდინარე მოვლენებს იტალიაში.

The tourist – მძაფრ-სიუჟეტიანი მელოდრამა ვენეციაში გონდოლებით გაგასეირნებთ.

To Rome with love – ვუდი ალენის ფილმის სიუჟეტი რომში ვითარდება. ოთხი დამოუკიდებელი ისტორია იტალიელებისა და ამერიკელების იტალიურ ყოფაზე მოგითხრობთ.

Bread and Tulips – მსუბუქი კომედია ქალზე, რომელიც ოჯახთან ერთად ავტობუსით გაემგზავრება ექსკურსიაზე. მოულოდნელად, იგი გზისპირა კაფეში მარტო რჩება. შინ დაბრუნების მცდელობისას იგი ვენეციაში აღმოჩნდება.

La grande bellezza – პაოლო სორენტინოს მელოდრამა თავბრუს დაგახვევთ და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

The trip to italy – თავბრუდამხვევი მოგზაურობა იტალიის 6 ქალაქში, დახუნძლული კულინარიული სცენებით.