banner

სილამაზე და თავის მოვლა

თებერვლის თვის Beauty and the box

თებერვლის თვეში Beauty and the box – მა სიახლე შემოგვთავაზა. შესაძლებლობა გვქონდა, გასული თვეების ყუთებიდან ფავორტი​ თავის მოვლის ან კოსმეტიკური საშუალება აგვერჩია, რომელიც სტანდარტულ, სხვა პროდუქტებთან ერთად მოვიდა. მე კოდალის შხაპის გელი ავარჩიე საზამთროს და ვარდის არომატით, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები ჩანთით ვატარებ დღის განმავლობაში მისი არომატის შესაგრძნობად (პრაქტიკული დანიშნულებით სრული ზომისას ვიყენებ, რომელიც სწორედ ბოქსში აღმოჩენის შემდეგ შევიძინე).

რაც შეეხება ყუთის დანარჩენ შემადგენლობას: ​

Eveline ხელის კრემი – ეს ბრენდი საკმაოდ გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელია, რადგან დაბალი ფასის მიუხედავად საკმაოდ კარგი ხარისხი აქვს. მიუხედავად იმისა რომ მუშა მდგომარეობაში ხელის რამდენიმე კრემი მაქვს, ცდუნებას ვერ გავუძელი, ესეც გავხსენი და გამოვცადე. ტექსტურა საკმაოდ მსუბუქია და არ იწვევს სიმძიმის შეგრძნებას, სურნელიც ნეიტრალური და სასიამოვნო. ხელების საღამოს მშვენივრად დაატენიანა. არსებულების დაცლის შემდეგ აუცილებლად მივუბრუნდები.

ტუჩის ბალზამი არგანის ზეთით – არგანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ჩემთვის საყვარელი ინგრედიენტია, რადგან აცოცხლებს ყველაფერს რასაც ეხება (განსაკუთრებით თმას). ტუჩის ამ ბალმს სასიამოვნო სუნი, ოდნავ ბლანტი, თხელი ტექსტურა და ბუნებრივი ფერი აქვს. ვაპირებ გამოვიყენო.

Biolane ინტიმური ჰიგიენის კრემი – ბიოლაინის ეს კონკრეტული პროდუქტი აქამდე არ გამომიცდია, თუმცა გამომიყენებია ტანის დამატენიანებელი ბალზამი და კარგია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სხვა პროდუქტები რეკომენდებულია ახალშობილების და ბავშვების მოვლისთვის, შეგვიძლია მის შემადგენლობას ვენდოთ და მშვიდად გამოვიყენოთ.

Biorepair კბილის პასტა – განკუთვნილია პირის ღრუს კომპლექსურად მოსავლელად, როგორც ემალზე ასევე ღრძილებზე. ერთი გამოყენების შემდეგ შემიძლია გითხრათ რომ არომატს და სისუფთავის შეგრძნებას სასიამოვნოდ ტოვებს, დანარჩენს კი ხანგრძლივ პერსპექტივაში გამოვცდი და სრულყოფილ შეფასებასაც გავუკეთებ, რადგან ამ ეტაპზე საუკეთესო კბილი პასტის ძიებაში ვარ.

Seba Med თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი – ჯერ არ გამომიცდია, რადგან ამ პერიოდში კონკრეტული საშუალებების ტესტირებით ვარ დაკავებული (რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ), თუმცა აუცილებლად ვაპირებ მის გამოყენებას. კარგია, როდესაც ხელმისაწვდომი პროდუქტი ეფექტურიც აღმოჩნდება ხოლმე. სებამედის ეს შამპუნი წარმატებით გადაინაცვლებს გამოსაცდელი პროდუქტების ყუთში.

Ziaja თხის რძის დამატენიანებელი დღის კრემი – ziaja – ს ეს ხაზი განკუთვნილია მშრალი კანისთვის, ასევე მათთვის ვისაც პირველადი ასაკობრივი ნიშნები ეტყობათ. ჩემი რჩევაა, რომ ზამთრის სეზონზე ის ღამით გამოიყენოთ რადგან ჯერ კიდევ ცივი ამინდები გვაქვს და დღისით მკვებავია რეკომენდებული. ამ კონკრეტული კრემის მსუყე შემცველობა კი სავსებით საკმარისია ღამით კანის საკმარისად დასატენიანებლად.

ნაჭრის ნიღაბი – ნაჭრის ნიღბები არასდროსაა ზედმეტი. რეკომენდაცია – გამოყენებამდე 20 წუთით ადრე მაცივარში შეინახეთ.

banner

Related Posts