banner

სილამაზე და თავის მოვლა

ტანის მოვლის დაბალბიუჯეტიანი 7 პროდუქტი

შხაპის გელი Caudalie – ერთ-ერთი საუკეთესოა რომელიც გამომიცდია, თავისი ფასით, ეფექტით და რაც მთავარია, საოცარი სურნელით (საზამთრო და ვარდი).

საპონი Le petit Olivier – ისინი ვინც საპნის გამოყენებას ამჯობინებთ ეს მშვენიერი არჩევანია. ეკონომიურია, რბილი და ამასთანავე ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს (ლავანდა).

ტანის სკრაბი Ziaja – გრანულები საკმაოდ ნაზია, რაც ზედაპირულად, გაღიზიანების გარეშე აშორებს მკვდარ უჯრედებს, ამასთანავე ატენიანებს კანს, შოკოლადი სურნელი კი თავბრუს დაგახვევთ (შოკოლადი).

ტანის ლოსიონი Aldo Vandini – ჩემი აღმოჩენაა. თავისი ფასით და ეფექტით, ტოლს არ უდებს ძვირადღირებულ ანალოგებს. არის დიდი შეფუთვით, საშუალო სისქის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კარგ დატენიანებას და ამასთანავე მალე შეწოვას. (Tamarinde & ingwer)

ფეხის კრემი Numis med – თავისი შემცველობის წყალობით პროფესიონალურად მუშაობს ფეხის, იდაყვების და სხვა შედარებით უხეში ზედაპირების დასარბილებლად და დასატენიანებლად.

ხელის კრემი Weleda – სუბიექტური აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია მოვლის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ საშუალებებში. ხელის კრემს საკმაოდ მსუბუქი ტექსტურა აქვს, რაც გამოსაყენებლად კომფორტულია. (ნუში)

ტანის ზეთი Yves rocher – თუ კანისთვის დამატებითი ბზინვარების მინიჭება გიყვართ ეს ზეთი გამოგადგებათ. ის მშრალია, რაც იმას ნიშნავს რომ წასმისთანავე შეიწოვება ცხიმი და კანის ზედაპირზე მსუბუქი, ბუნებრივი მბზინავი ნაწილაკები რჩება.

ჩამოთვლილი ყველა პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ თბილისში, აფთიაქებში და სახელობით მაღაზიებში.

banner

Related Posts