banner

სილამაზე და თავის მოვლა

დილის რუტინა – თავის მოვლა და მსუბუქი მაკიაჟი

დილის რუტინის პირველი ნაბიჯი რა თქმა უნდა მისი გასუფთავებაა. ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

1. დასაბანი ქაფი/გელი/ზეთი
2. თერმული წყალი
3. ყინულის კუბები

რომელს ამოარჩევთ ეს თქვენს სურვილზე და კანის საჭიროებაზეა დამოკიდებული. მე სამივე ვარიანტს წარმატებით ვიყენებ კონკრეტულ შემთხვევებში. თუ ვფიქრობ, რომ ღამით კანმა პროდუქტები საკმარისად ვერ შეიწოვა, ან ძილის წინ თვალის მაკიაჟის სათანადოდ ვერ მოშორების კვალი მეტყობა მაშინ სპეციალური საშუალებით ვიბან. ჩემს შემთხვევაში ეს Caudalie ქაფია. თუ კანი გაღიზიანებულია, შეინიშნება წითელი ლაქები და კაპილარები მაშინ ყინულის კუბების სწრაფი, ზედაპირული მოძრაობებით შეგიძლიათ გაისუფთაოთ, ხოლო თუ გსურთ კანის ზედაპირმა ბალანსი მაქსიმალურად შეინარჩუნოს და არ გამოშრეს, მაშინ შეისხურეთ თერმული წყალი, ცოტა დაელოდეთ და ბამბის დისკოთი ჩამოიშორეთ.

ტონერი ღამის რუტინის პოსტში მასზე უკვე გესაუბრეთ. ის აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს, ათანაბრებს კანის ფერს, ამასთანავე უზრუნველყოფს კანის სრულიად გასუფთავებას და ამზადებს მას შემდგომი პროდუქტების უკეთ ასათვისებლად. ამჟამად, Mario Badescu ალოეს ექსტრაქტზე დამზადებულ სპეციალურად მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილ ტონერს ვიყენებ.

მკვებავი კრემი – დამოკიდებულია იმაზე თუ დღის როგორი გეგმა მაქვს. თუ ვიცი, რომ გარეთ ყოფნა ან ბევრი გადაადგილება მიწევს, მაშინ უპირატესობას Avene cold cream ვანიჭებ, რაც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იცავს მშრალ, მგრძნობიარე კანს გარემო ფაქტორების ზეწოლისგან. ხოლო თუ სახლში ვარ ან ვიცი რომ მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ მელოდება, მაშინ ჩემს ახალ აღმოჩენას და უდავო ფავორიტს Drunk Elephant Lala retro კრემს ვიყენებ. რატომ არ ვიყენებ მხოლოდ ერთს ორივე შემთხვევაში? lala retro მიუხედავად იმისა რომ კარგად კვებავს და ატენიანებს კანს, ცივი ამინდისთვის, მაშინ როცა მგრძნობიარე კანი გაქვთ არ გამოგადგებათ, არ არის ასეთი ძლიერი. avene შემთხვევაში პირიქით, მისი დამცავი თვისებები და კარგი შედეგი რომ არა, არც ვიფიქრებდი გამოყენებას რადგან ტექსტურა ძალიან სქელია და მიუხედავად იმისა რომ მშრალი კანი მაქვს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება შეწოვას და კანის მზაობას შემდეგი პროდუქტისთვის. ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ვაპირებ მთლიანად ლალა რეტროზე გადავიდე, რადგან ნამდვილად არაჩვეულებრივი რამეა, მსუბუქი ტექსტურით და შეგრძნებით რომ ნამცხვრის ჰაეროვან კრემს ისმევ კანზე.

თვალების გარშემო კრემი – Belif უდავო ფავორიტი, რომელზეც უკვე ყველა პოსტში ვსაუბრობ. (არა, Belif ნამდვილად არ მიხდის რეკლამაში ფულს 😀 და ყველა პროდუქტს საკუთარი გამოცდილების მიხედვით გიზიარებთ.) 

ეს თავის მოვლის დილის ის რუტინაა რომელსაც მე ვიყენებ, აქვე გაგიზიარებთ ჩემი მინიმალური ყოველდღიური მაკიაჟის პროდუქტებს და თანმიმდევრობას.

Cicapair ™ Tiger Grass Color Correcting Treatment – ამ პროდუქტზეც არაერთხელ მისაუბრია. ის თავის თავში აერთიანებს იდეალურ ბაზას (ვისაც სიწითლე, კანის არაერთგვაროვანი ფერი აქვს) და მზისგან დამცავს (SPF 30). საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს, რაც ეკონომიურია. სულ ცოტა პროდუქტია საჭირო მთელ კანზე გადასანაწილებლად და ერთგვაროვანი იერის მისაღებად. ვინაწილებ ხელებით.

Garnier BB cream – თითქმის ყველა BB კრემი მაქვს ნაცადი როგორც სააფთიაქო, ასევე ძვირადღირებული ბრენდების, თუმცა ასეთ ფასად, ასეთი შედეგი არცერთს მოუცია. მიუხედავად თხელი და სატარებლად კომფორტული კონსისტენციისა დაფარვა ყოველდღიურობისთვის სავსებით საკმარისია და დღის ბოლომდეც ძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი კანი მაქვს ვიყენებ კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილს (რომელიც მაღალ შეფუთვაშია). ვინაწილებ ხელებით ან სპონჟით.

Diego dalla palma ბრინჯის პუდრი – ერთდროულად აფიქსირებს უკვე წასმულ პროდუქტებს, მეორეს მხრივ კი აქვს ფერის მაკორექტირებელი ფუნქცია. ვანაწილებ პუდრის ფუნჯით.

წამწამების ტუში – არ მაქვს გამორჩეული, რომელსაც ყოველდღე ვიყენებ. ჩემს “კოლექციაში” მოიძებნება KIKO, NYX, Sephora ტუშები, რომლებსაც ფერების და ხასიათის მიხედვით ვიყენებ.ტექნიკა მარტივია, ერთხელ თვალის ზემოდან, რომ სახეზე დაყრილი ზემდეტი პროდუქტი, მაგ: პუდრი გადაიფაროს და შემდეგ ქვემოდან ზემოთ ზიგზაგისებრი მოძრაობებით ვპრეხ.

Benefit წარბების ტუში – ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი წარბების მოვლა-მორთვის მიმართულებით. 4 ნომერი ტუში ბუნებრივად და ჰარმონიულად ავსებს და აფიქსირებს წარბებს (ბუნებრივი ყავისფერი).

Clarins ტუჩების ბალმი (Instant Light Natural Lip Perfector) – ატენიანებს და ამასთანავე ბუნებრივ ფერს მატებს ტუჩებს. ამ ეტაპზე ატმისფერი, (02) ნომერი მაქვს.

დღის, მსუბუქი მაკიაჟის ბოლო აკორდი Mac prep & prime ან Mario badescu ვარდის სპრეია.

banner

Related Posts