banner

სილამაზე და თავის მოვლა

2019 წლის 6 მთავარი ტენდენცია მაკიაჟში

“გლითერები” – ეს 2019 წლის სიახლე არ არის და უკვე რამდენიმე სეზონია აქტიურად გამოიყენება ცნობილი მოდის სახლების პოდიუმების მაკიაჟში. მიმდინარე წლის განსხვავება მის რაოდენობასა და დევიზშია – “გლითერი” არასდროსაა ზედმეტი. თუ აქამდე საღამოს, სრული სახის მაკიაჟში იყენებდით, ახლა შეგიძლიათ მიდგომა შეცვალოთ და ის დღისით გამოიყენოთ როგორც ღაწვებზე, ასევე ტუჩებზე და თვალებზე. მთავარი რაც არ უნდა დაგავიწყდეს თვალის შიდა კუთხეების გამონათებაა.

ლაინერი – თუ ორი იდეალური ხაზის გავლება თქვენი ძლიერი მხარე არ არის, გაგიმართლათ. 2019 წელს ტენდენციურია სხვადასხვა გრაფიკული მონახაზები, შეუვსებელი ხაზები და ასიმეტრიული ფერადი ფორმები, რომელიც გაახალისებს იერს და ამავდროულად განსხვავებულ ელფერს შესძენს ყოველდღიურობას.

Less is more – ჩემი სუბიექტური აზრით იდეალური მიდგომაა მაკიაჟთან მიმართებაში. მაკიაჟი რაც უფრო ბუნებრივი და თქვენს კანთან მაქსიმალურად შერწყმული იქნება, უკეთეს შედეგს მოგცემთ. დაივიწყეთ რამდენიმე საფეხურიანი კონტურინგი, სრული დაფარვის ტონალური კრემი და ა.შ. მთელი ინვესტიცია კანის მოვლასა და სიჯანსაღეში მიმართეთ და სახლიდან გასვლის წინ ტუშით, ტუჩსაცხით და ლოყებზე მსუბუქი აქცენტით შემოიფარგლეთ.

Glossy is the new matte – თუ აქამდე პოპულარული მაქსიმალურად გლუვად დასრულებული მაკიაჟი იყო, უკანასკნელი სეზონის განმავლობაში ამ ტენდენციამ მბზინავ აქცენტებში და ბუნებრივ ბოლო შტრიხებში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა მაკიაჟის ბაზა კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია მთელს კანს დამატებით ბზინვარება შევძინოთ. ასეთ დროს აქცენტი თვალებზე და ტუჩებზე გააკეთეთ. Let them shine!

ბურგუნდი – ერთ-ერთი დომინანტი ფერია, როგორც სამოსში ასევე მაკიაჟში. თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ მომავალი სეზონის ტუჩსაცხი, გირჩევთ ამ ფერის არეალში ეძებოთ.

No more blending – ხელი აიწიეთ რამდენი თქვენგანისთვის დასრულებულა თვალის ჩრდილების “გაბლენდვა” (ფერების გადაყვანა) საშიში კლოუნის ვიზუალის მიღებით. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის და დანიშნულების ფუნჯები და 1000 ფერიანი პალიტრა გვერდზე გადადოთ. 2019 წლის თვალის მაკიაჟის ტენდენცია 1 მსუყე და პიგმენტური ფერის გამოყენებას ითვალისწინებს.

წყარო: Vogue.com

banner

Related Posts