banner

ხელოვნება

5 სერიალი, რომელიც ჯერ თუ არ გინახავთ, აბა აქამდე რას აკეთებდით?!

Black mirror

4 სეზონი + ფილმი თქვენი ჩართულობით და რამდენიმე ალტერნატიული დასასრულით ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სერიალია მათთვის ვისაც სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი უყვარს. ტექნოლოგიები…ადამიანის ხელით შექმნილი მიღწევები, რომლებიც საბოლოოდ მათზე დომინირებენ. 9/10 შეფასებით “შავი სარკე” ჩემთვის უდავო ფავორიტია სერიალებს შორის.

The handmaid’s tale

მარგარეტ ეტვუდის წიგნის მიხედვით უკვე 2 სეზონია გადაღებული, მესამე გაზაფხულზე გამოდის…სამყარო, სადაც ქალებს მინიმალური უფლებები და მამაკაცების მიერ მკაცრად დადგენილი როლები და მოვალეობები აქვთ. თუ ქალი უნაყოფო ან ცუდი ყოფაქცევისაა მას არ გაუმართლა, მათ კი ვისაც ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა შეუძლიათ უფრო ძალიან არ გაუმართლათ…

Big little lies

შთამბეჭდავი ქასთი და პირველი სეზონის მხოლოდ 7 სერიაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მასში ბოლომდე ჩაერთოთ და ახალ სეზონს დაელოდოთ. ერთი შეხედვით რუტინული, ბანალური ისტორიები დედებზე, რომლებსაც 1 მკვლელობა გააერთიანებთ.

Killing Eve

დაძაბული და საინტერესო სიუჟეტი თუ თქვენთვის საკმარისი არ არის, მაშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე, კარგ საუნდთრექებზე და გემოვნებიან, ექსცენტრიულ მკვლელ გოგონაზე რას იტყვით? ეს სერიალი ჩემი ბოლო აღმოჩენაა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ სეზონს, რომელიც წელს გაზაფხულზე გამოდის.

The marvelous Mrs. Maisel

ცოტა ადამიანი მეგულება ვინც ეს სერიალი ნახა და მთავარ პერსონაჟში საკუთარი თავი ან რაიმე დამახასიათებელი არ დაინახა. არც მე ვარ გამონაკლისი. Mrs Maisel ნამდვილად იქცევა თქვენს Soul sister – ად. გოგონა, რომლის ათასნაირ, საზოგადოებრივ ჩარჩოში მოქცევას ცდილობენ, მაგრამ მეიზელი ხომ საოცარია…

banner

Related Posts