banner

სილამაზე და თავის მოვლა

იანვრის თვის Beauty and the box

იანვრის თვის beauty and the box განსხვავებულ, ოქროსფერ შეფუთვაშია წარმოდგენილი. ასევე განსხვავებულია შიგთავსიც და თავის მოვლის საშუალებებთან ერთად, აქსესუარებიცაა მოთავსებული.

M.int სუნამოს ტესტერი – ეს პარფიუმერიის ნიშ ბრენდია. refocus ჩემი აღქმით უნისექსია, საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი სურნელი აქვს და მეტად მოუხდება მამაკაცს.

Caudalie – vinopure ტესტერების ნაკრები განკუთვნილია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. ჩემი კანის ტიპიდან გამომდინარე ამ პროდუქტებს ეფექტიანობაზე მიმოხილვის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა caudalie ნამდვილად არის სააფთიაქო ბრენდი, რომლის პროდუქტებიც მინიმუმ ცდად ღირს.

ჰაილაითერ სტიკი – მსგავსი პროდუქტი ცოტა ხნის წინ თავადაც შევიძინე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულია მოხმარებისთვის, ვიდრე მაგალითად თხევადი ჰაილაითერები და ა.შ. ეს კონკრეტული საკმაოდ რბილია და ნაზი, ბუნებრივი ვარდისფერი ტონალობა აქვს.

Alix aiven ფრჩხილის ლაქი – გამომდინარე იქედან, რომ ფრჩხილებს ყოველთვის სალონში ვიწესრიგებ და ამასთანავე გელ-ლაქის მოყვარულთა “სექტაში” ვარ, ეს პროდუქტი წარმატებულად გადაინაცვლებს საჩუქრების ყუთში და სხვას გაახარებს.

სავარცხელი – ასეთი ფორმისა და კაუჩუკის კბილანებიანი სავარცხელი ძალიან კომფორტული და ამასთანავე სასარგებლოა ჩვენი თმისთვის და თავის კანისთვის. გასულ პოსტში სწორედ მსგავსი ტიპის tangle teezer მიმოვიხილე, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო აქსესუარია ჩემს ჩანთაში.

Morphosis შამპუნი – იანვრის ყუთში ჩემი ფავორიტია, რომელიც პროფესიონალური ხაზიდანაა და დაზიანებული თმის აღდგენას/გაჯანსაღებას ემსახურება.

იანვრის ყუთში ასევე შეხვდებით სამაჯურს, 50% ფასდაკლების ვაუჩერს ნატალის dry bar – ში მანიკურზე ან თმის დავარცხნაზე. ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრის “აურა პლუსი” 40-50% ფასდაკლებას სხვადასხვა პროცედურებზე (მასაჟი, ეპილაცია, სოლარიუმი).

banner

Related Posts