banner

სილამაზე და თავის მოვლა

დეკემბრის თვის რჩეული 9 პროდუქტი

Aldo vandini-body balm – ტანის ეს ბალზამი ნამდვილად თვის აღმოჩენაა. აქვს ნაზი, სასიამოვნო სურნელი, მარტივად შეიწოვება და ძალიან კარგად ატენიანებს კანს.

Caudalie-Instant Foaming Cleanser – ამ ეტაპისთვის, ჩემთვის იდეალური გამწმენდი საშუალებაა, არის მსუბუქი და სურნელოვანი. ნაზად, კანის გაღიზიანების გარეშე აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს და დღის განმავლობაში დაგროვებულ ჭუჭყს. რაც მთავარია ეკონომიურია და სრული მოცულობის პროდუქტი დიდხანს გეყოფათ.

Belif-3 step moisturizing routine – ამ ბრენდზე გასულ თვეებშიც მოგიყევით, ერთ-ერთი საუკეთესოა სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის და თვალების გარშემო ზონის დასატენიანებლად. 3 საფეხურიანი რუტინა გამწმენდის, ნაჭრის ნიღბის და ღამის დამატენიანებელი კრემისგან შედგება. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

BENEFIT-Gimme Brow Volumizing Eyebrow Gel – ბაზარზე წარბების გამახშირებელი და ფიქსატორი გელების დიდი არჩევანია, ნებისმიერ ბიუჯეტზე და საჭიროებებზე მორგებული, თუმცა ბენეფიტის პროდუქტები ერთ-ერთი გამორჩეულია. წარბის ტუში წარმოდგენილია 8 ფერში, აქვს პატარა ფუნჯი რაც ძალიან კომფორტულია გამოყენებისთვის. ერთდროულად ფერით ავსებს და აფიქსირებს წარბებს.

Sephora-Hair Sleeping Mask coconut – თმის ღამის ნიღაბი წარმოდგენილია 4 სხვადასხვა დანიშნულებით და შემადგენლობით. ქოქოსის ნიღაბი ატენიანებს და აჯანსაღებს თმის უჯრედებს.

SEPHORA-V for V.O.L.U.M.E. Mascara – საკმაოდ დაბალ ბიუჯეტური, თუმცა ხარისხიანი პროდუქტი მათთვის ვისთვისაც ტუშში მთავარი მოცულობა და ექსპერიმენტებბის საშუალებაა, რადგან ეს კონკრეტული პროდუქტი შავის და ყავისფერის გარდა წარმოდგენილია ბორდოსფერ, მწვანე, ცისფერ და ლურჯ ფერებში.

Frank body-lip scrub – ტუჩებზე ზრუნვა ნებისმიერ სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სახის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და ნაზი არეა. იმისათვის რომ ტუჩსაცხი კარგად გამოჩნდეს ან უბრალოდ მოწესრიგებული ტუჩები გქონდეთ სკრაბის გამოყენება აუცილებელია. ის შეიძლება დაამზადოთ სახლში, ხოლო თუ ეს პროცესი გეზარებათ მაშინ ტუჩის ეს სკრაბი კარგი არჩევანი იქნება. აქვს ყავის სურნელი და ძალიან ცოტა პროდუქტია საჭირო შედეგის მისაღებად.

Tangle Teezer-hairbush – თუ თმის მოვლა თქვენთვის პრიორიტეტია, შამპუნის, ბალზამის, თმის ნიღბების და სხვა დამხმარე საშუალებების გულმოდგინედ შერჩევასთან ერთად, მნიშვნელოვანია კარგი სავარცხლის ქონა, რომელიც არ დამუხტავს და დატეხს თმას, არ დააზიანებს სკალპს, ამასთანავე ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევას.

Zadig & Voltaire Just Rock – ესეც ბოლო, 2018 წლის რჩეული სურნელი. ეს ბრენდი ჩემთვის აღმოჩენაა, რომლის თითქმის ყველა სურნელი ჩემს გემოვნებასთან ახლოს არის. დეკემბრის რჩეულია – Just rock.

banner

Related Posts