banner

სილამაზე და თავის მოვლა

35 $ და ნაკლებ ფასიანი კოსმეტიკური საჩუქრები საკუთარი თავისთვის

ახალი წელი და მისი თანმდევი დღეები ის განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ყველა გოგომ საკუთარი თავი მიზეზ გარეშე, აუცილებლად უნდა გაანებივროს.

ამ პოსტში, გთავაზობთ 35 $ და ნაკლებ ფასიან კოსმეტიკას სადღესასწაულო (არა მხოლოდ) დღეებისთვის:

HUDA BEAUTY – Power Bullet Metallic Lipstick – ლიმიტირებული კოლექციის ტუჩსაცხები 3 ფერშია წარმოდგენილი, რომლებსაც მეტალისებური დაბოლოება და გამორჩეული ბრწყინვალება ახასიათებთ. წითელი, ვარდისფერი და იასამნისფერი ფერების საუკეთესო გრადაციები ნამდვილად იმსახურებენ თქვენს ტუჩებს. (ფასი 21$)

FENTY BEAUTY BY RIHANNA – Gloss Bomb Universal Lip Luminizer – სუბიექტური მოსაზრებით, fenty – ს გლოსები ერთ-ერთი საუკეთესოა (უპირობო ლიდერია DIOR). ვარდისფერი, მარგალიტისფერი და კანისფერი მბრწყინავი ტუჩსაცხები ძალიან ეფექტურად ჯდება ტუჩებზე. გამოყენება შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე მყარი ტუჩსაცხისთვის დამატებითი ბრწყინვალების მისანიჭებლად. (ფასი 18$)

HUDA BEAUTY – Obsessions Eyeshadow Palette – Precious Stones Collection – პალიტრა წარმოდგენილია 9, მაღალპიგმენტური, კრემოვანი, მეტალისებრი და გლუვი თვალის ჩრდილებით. პროდუქტი ხელმისაწვდომია 5 სხვადასხვა ფერში. (ფასი 27$)

BECCA – Be A Light Face Palette – ეს შემოთავაზება არ უნდა გამოტოვოთ. ჩვეულებრივ, ჰაილაითების ეს პალეტი რომელიც 2 განსხვავებულ ტონალობაშია წარმოდგენილი და თავის მხრივ 4 ელფერს შეიცავს 46$ ღირს, მიმდინარე ფასდაკლებაზე კი 29$. პროდუქტი საკმაოდ პიგმენტურია, ბუნებრივად ერგება და ანათებს კანს.

ANASTASIA BEVERLY HILLS – Clear Brow Gel – წარბების ერთ-ერთი საუკეთესო ფიქსატორი, მიმდინარე პერიოდის ჰიტ ბრენდისგან ერთნაირი წარმატებით გამოგადგებათ მათ ვისაც ხშირი წარბების დამორჩილება ან პირიქით, თხელი წარბის თითოეული ღერისთვის დანიშნულების მიცემა გსურთ. ეს მაკიაჟის ის პროდუქტია რაზეც თანხის დაზოგვა არ ღირს, რადგან იაფფასიანი ფიქსატორების უმეტესობა უკეთესს შემთხვევაში უბრალოდ არ მუშაობს, უკიდურეს შემთხვევაში კი წარბებზე თეთრ ლაქებს ტოვებს. ფასი 22$

IT COSMETICS – Bye Bye Under Eye™ Full Coverage Anti-Aging Waterproof Concealer – თვალების ქვეშ სიშავის, დაღლილობის ნიშნების და პიგმენტაციის კორექტორს აქვს სრული დაფარვა, ამასთანავე ანტიასაკობრივი და წყალგამძლეა. ფასი 24$

SHISEIDO – Eyelash Curler – წამწამების ასაპრეხი არაჩვეულებრივი პროდუქტია მათთვის ვინც ყოველდღიურად არ იყენებს ტუშს, ასევე მათთვის ვისაც დამატებითი ეფექტის მიღწევა სურს. მისი გამოყენება ტუშის წასმამდეც შეიძლება, რაც წინასწარ ფორმას მისცემს და აპრეხს წამწამებს, თქვენ კი მხოლოდ მცირე პიგმენტს და მოცულობას დაამატებთ. ფასი 20$

RMS BEAUTY – Wild With Desire Mini Lipstick Set – თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ ტუჩსაცხის საყვარელი ფერი ან ექსპერიმენტის მოწყობა გსურთ, მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვისაა. 5 განსხვავებული ფერისგან შემდგარი სამოგზაურო ზომის ნაკრები დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. RMS – ის ტუჩსაცხების ამ ხაზს მსუბუქი, კრემოვანი ტექსტურა და ბუნებრივი პიგმენტაცია აქვთ. ფასი 35$

SEPHORA COLLECTION – Ready in 5 Eye Brush Set – თვალის მაკიაჟისთვის განკუთვნილი 4 ფუნჯი + მისი ჩასადები, რომლის რეალური ფასი 45$ – ია, ამ შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ 20$ შეიძინოთ. ფასთან შედარებით ხარისხი ბევრად მაღალია და წარმატებით გამოგადგებათ როგორც დამწყებებს, ასევე მოყვარულებს.

LANEIGE – Lip Sleeping Mask Holiday Edition – ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტი და ბრენდია ტუჩების მოვლის მიმართულებით. ნიღაბი უზრუნველყოფს მთელი ღამის განმავლობაში თქვენი ტუჩების დატენიანებას. დილას ისინი ნებისმიერი ტუჩსაცხისთვის იქნებიან მზად. გარდა დატენიანებისა, ღამის ნიღაბი უზრუნველყოფს ელასტიურობის შენარჩუნებას და ზედაპირისთვის ბუნებრივი, მკვეთრი ფერის დაბრუნებას. ფასი 20$

banner

Related Posts