banner

სილამაზე და თავის მოვლა

Dr. Jart+ Cicapair ხაზის პროდუქტების მიმოხილვა

საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენისთანავე მრავალი გამოხმაურება და მათ შორის ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია Dr. Jart+ Cicapair ხაზის პროდუქტებმა, რომელთა მთავარი მიმართულებაც კანის ტონის გათანაბრება, მგრძნობიარე და სიწითლისკენ მიდრეკილი ზედაპირის დამშვიდება, დატენიანება და მკურნალობაა. ამ ხაზის პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არის მცენარე – “Thysanolanea maxima” (tiger grass).

ბრენდის და კონკრეტულად ამ ხაზის სრული ზომის პროდუქტების საშუალო ფასი 50$- ია, შესაბამისად სრული კომპლექტის შესაძენად დაახლოებით 250$-ია საჭირო. თავის მოვლის საშუალებებში ამ ოდენობის თანხის გადახდა მათი წინასწარ გამოცდის გარეშე რისკია, ამიტომ გირჩევთ გამოიწეროთ 5 პროდუქტისგან შემდგარი სამოგზაურო ზომის ნაკრები, სადაც შემავალი პროდუქტების მოცულობა სავსებით საკმარისია იმის გასარკვევად მოგწონთ ისინი თუ არა. მე ეს ნაკრები ონლაინ გამოვწერე სეფორადან ფასი 36$ (ნაკრებში შემავალი პროდუქტების რეალური ღირებულებაა 51$).

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და განვიხილო ნაკრებში შემავალი თითოეული პროდუქტი:

Tiger Grass Re.Pair Serum – შრატი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. მისი გამოყენება რეკომენდებულია აკნეს, გამონაყარის და სიწითლის დროს. ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას, ამსუბუქებს მგრძნობელობას და მის თანმდევ გამოვლინებებს კანზე. უნდა წაისვათ საღამოს, სუფთა სახეზე, დამატენიანებელ კრემამდე.

Tiger Grass Cream – მკვებავი კრემი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და გამოიყენება მგრძნობიარე, გაღიზიანებული და დაზიანებული კანის დასამშვიდებლად, დასატენიანებლად, ბუნებრივი ბარიერების და სტრუქტურის აღსადგენად.

Tiger Grass Color Correcting Treatment SPF 30 – ეს საშუალებაც ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და ემსახურება კანის ფერის გათანაბრებას, ლაქების, სიწითლეების დაფარვას და წარმოადგენს არაჩვეულებრივ ბაზას მაკიაჟისთვის. გარდა ამისა აქვს SPF 30 დაცვა და საკმაოდ სქელი შემცველობა, რაც განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა კომბინირებული/სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში. პროდუქტი მწვანე ფერისაა, რომელიც წასმის შემდეგ კანის ბუნებრივ ტონალობასთან მიახლოვებულ კრემისფერ შეფერილობას იღებს.

Tiger Grass Camo Drops – ეს პროდუქტი ერთგვარი 2 in 1 – ია, რადგან წარმოადგენს შრატს და ამავდროულად კორექტორს/ბაზას რომლის გამოყენებაც მაკიაჟის წასმამდე შეგიძლიათ. კანზე ხსნის დაჭიმულობის, მგრძნობელობის შეგრძნებას და მას ერთგავროვან ფერს ანიჭებს.

Tiger Grass Nightly Re.Pair Mask – ღამის ნიღაბს საკმაოდ სქელი ტექსტურა აქვს, უნდა წაისვათ სუფთა, მომზადებულ და დატენიანებულ კანზე, მოკლედ რომ ვთქვათ ღამის რუტინის ბოლო პროდუქტია, რომელიც წასმიდან რამდენიმე წუთში აღარ არის წებოვანი და შემაწუხებელი, მთელი ღამით უნდა გაიჩეროთ სახეზე და დილას სტანდარტული რუტინის ფარგლებში ჩამოიბანოთ. ეს ერთგვარი ექსპრეს პროდუქტია, რომელიც შედეგს 1 გამოყენების შემდეგაც იძლევა.

Dr. Jart+ Cicapair ხაზის საშუალებები ჩემს გამოცდილებაში პირველია, რომელმაც დაპირებული ეფექტი რეალობაშიც ცხადყო. რაც მთავარია, არის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული და არ შეიცავს მთელ რიგ მავნე დანამატებს. რა თქმა უნდა უმჯობესია თუ ასეთ სამკურნალო/გამაჯანსაღებელ საშუალებებს კომპლექსურად მოიხმართ, თუმცა მათი ფასიდან გამომდინარე დასაწყისისთვის შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა და რამდენიმე, თუნდაც 1 პროდუქტი შეარჩიოთ და შემდეგ გაამდიდროთ კოლექცია. ამ ხაზში ჩემი უპირობო ფავოროტია – Tiger Grass Color Correcting Treatment SPF 30, რომელიც არაჩვეულებრივი ბაზა, დამცავი და დამატენიანებელია ერთდროულად.

banner

Related Posts