banner

სილამაზე და თავის მოვლა

დეკემბრის Beauty and the box

დეკემბრის თვის Beauty and the box ჩვეულზე დიდი მონდომებით ველოდი, რაც ბრჭყვიალა სპოილერებმა გამოიწვია. როგორც წესი, მაკიაჟის საშუალებებს ნაკლებად ვყიდულობ და თუ მაინც, ექსპერიმენტებს ვერიდები, შესაბამისად “გლითერებმა” სასიამოვნო განწყობა ყუთის გახსნისთანავე შემიქმნა. მაშ ასე, დეკემბრის Beauty and the box ასე გამოიყურება:

კოდალის გამწმენდი ქაფი – ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდი ქაფია, რომელიც აქამდეც გამომიცდია. როგორც ანოტაციაშია მითითებული ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. მშრალ და მგრძნობიარე კანს რომ უხდება ამის თქმა საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია. ქილა გამოყენებამდე უნდა გაამოძრავოთ, სულ ცოტა პროდუქტი დაიტანოთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

Soap lab ხელნაკეთი საპონი – ამ ბრენდის შესახებ პირველად ბოქსიდან გავიგე, ვეწვიე მათ FB გვერდს და აღფრთოვანებული დავრჩი საპნების “გემრიელი ფორმებით”. ჯერ არ გამომიცდია, თუმცა სურნელი ძალიან სასიამოვნო აქვს და ვფიქრობ, დღესასწაულების სეზონზე მშვენიერი სასაჩუქრე იდეაა.

მატ ტუჩსაცხი – ლამაზი წითელი ფერის, ამ ფორმის ტუჩსაცხის მთავარი ხიბლი მარტივ აპლიკაციაში მდგომარეობს. თითქოს ბავშვობიდან დრო არც გასულა და საკუთარ ტუჩებს Crayon – ით აფერადებ.

გლითერები – გოგოები სულ უნდა ვბრწყინავდეთ, განსაკუთრებით კი სადღესასწაულო დღეებში, როდესაც ჩვენს განწყობას და პოზიტიურ ემოციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გლითერების წასმა შეგიძლიათ სახის ნებისმიერ ნაკვთზე – თვალებზე, ტუჩებზე, ღაწვებზე… საკმაოდ მდგრადია.

ბიოლაინის მკვებავი კრემი – ბიოლაინის პროდუქტები აქამდეც მქონია, როგორც ვიცი მას ბავშვების ხაზიც აქვს და გამოირჩევა ჰიპოალერგიულობით. ბოქსში ამოსული კრემი მოქმედებაში ჯერ არ გამომიცდია, თუმცა ერთი გამოყენებით საკმაოდ თხელი და მარტივად შეწოვადი კონსისტენცია აქვს.

ჩრდილების პალიტრა – ჩრდილების პალიტრების და ჩემი ურთიერთობა ცალკე ამბავია და დამოუკიდებელ პოსტს ითხოვს. მაქვს უამრავი, თუმცა ყოველთვის მომდევნო დღისთვის ვდებ მათ გამოყენებას. იმედია, ეს პალიტრა მაინც გახდება ინსპირაციის წყარო. მინი შეფუთვაში 5, გლუვი ტექსტურის ფერია ე.წ სმოუქის შესაქმნელად.

დელფის ტონალური – სასიამოვნო მოულოდნელობა იყო იმ რამდენიმე ადამიანში საკუთარი თავის აღმოჩენა, რომელსაც დეკემბრის ყუთში დელფის ტონალური შეხვდა. ეს ბრენდი ჩემთვის აღმოჩენაა, თავისი არაჩვეულებრივი CC კრემით, ბრონზერით და ტუჩსაცხებით. ვინაიდან ტონალურს ყოველდღიურად არ ვიყენებ აქამდე არ გამომიცდია, თუმცა აუცილებლად გამოვიყენებ ამ შანსს.

დეკემბრის ყუთში ასევე შეგხვდებათ პერფექტას ანტი-სტრეს ნიღაბი, organic lab 25 ლარიანი ვაუჩერი, Radisson blu – ს 20% ფასდაკლების ვაუჩერი “ან სემონეს” სპაში, 20% ფასდაკლება Delfy – s ონლაინ მაღაზიაში და 10% ერთჯერადი ფასდაკლების ვაუჩერი ქიმწმენდაში “პრესტო”.

banner

Related Posts