banner

სილამაზე და თავის მოვლა

ნოემბრის თვის რჩეული პროდუქტები

შემოდგომასა და ზამთარში, მაშინ როდესაც ტემპერატურა იკლებს ჩვენს კანს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ზაფხულის, მსუბუქი კრემები და თავის მოვლის სხვა საშუალებები საკმარისი აღარ არის… სეზონის და ტემპერატურის ცვლილება ხასიათის და გემოვნების ცვალებადობისკენაც გვიბიძგებს ხოლმე, ამიტომაცაა რომ ყველა სეზონს ჩვენთვის უნიკალური და განსაკუთრებული სურნელი და ფერთა პალიტრა აქვს. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ შემოდგომის და კონკრეტულად ნოემბრის თვის რჩეულ პროდუქტებს, რომელთა გამოყენებასაც შემდეგ სეზონზეც ვაპირებ.

BELIF – Moisturizing Eye Bomb – თვალის კრემი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის, თუნდაც მგრძნობიარე კანის მოსავლელად. მიუხედავად იმისა რომ კონსისტენცია ძალიან მსუბუქია, მარტივად ნაწილდება და შეიწოვება, ის ღრმად ატენიანებს თვალის გარშემო არეს და მსუბუქი ლიფტინგის ეფექტსაც იძლევა. სრული ზომის პროდუქტი 25მლ შეფუთვაში იყიდება და გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცოტაა საკმარისი კანის დასატენიანებლად მთელი სეზონი გეყოფათ. შესაბამისად მასში ინვესტირება ნამდვილად ღირს. 

DR. JART+ – Cicapair ™ Tiger Grass Color Correcting Treatment – იდეალური პროდუქტია მათთვის ვისაც ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟის გამოყენება არ უყვარს, თუმცა უნდა კანი ერთ ტონალობაში მოიყვანოს. კრემის ტექსტურა საკმაოდ მსუყეა, შესაბამისად მცირე რაოდენობის პროდუქტი საკმარისია მთელ სახეზე გადასანაწილებლად. მას ღია მწვანე ფერი აქვს, რომელიც სახეზე წასმისას ბუნებრივ ტონალობას იღებს, ფარავს სიწითლეს, ლაქებს და ერთგვაროვან იერს სძენს კანს. სრული ზომის პროდუქტი 50მლ შეფუთვაშია, თუმცა სანამ მასში ინვესტირებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ სამოგზაურო ზომის შეიძინოთ და გამოსცადოთ.

SEPHORA COLLECTION – Miniature Eyeshadow Palette – თვალის ჩრდილების ერთ-ერთი იდეალური პალიტრაა მათთვის ვინც დამწყებია, ყოველდღიურად არ იყენებს მაკიაჟს ან უკვე მიგნებული აქვს კონკრეტული ტონალობებისთვის, რომელიც უხდება. 6 სხვადასხვა ფერის და კონსისტენციისგან შემდგარი ჩრდილების პალიტრა კომპაქტურია და კომფორტული თან სატარებლად. ჩრდილებს ძირითადად კრემოვანი სტრუქტურა აქვთ, რაც არც ისე გამოცდილებისთვის მის “გაბლენდვას” და ეფექტის მიღებას აიოლებს.

Batiste – Dry Shampoo – მშრალ შამპუნებზე აქამდეც გვისაუბრია, ის კომფორტული პროდუქტია მათთვის ვისაც ცხიმიანი თმა აქვს. ცივ სეზონზე, მაშინ როდესაც ხშირად გიწევთ ქუდების, შლაპების გამოყენება და თმა მოცულობას კარგავს, მშრალი შამპუნის სამოგზაურო ზომა ჩანთაში, კარგ დახმარებას გაგიწევთ. ეს ბრენდი ერთ-ერთი საუკეთესო და ამასთანავე ხელმისაწვდომია. არ ტოვებს ლაქებს და აქვს ნეიტრალური სურნელი.

Elizabeth Arden – 8 Hour Cream Lip Protectant – ელიზაბეტ არდენის ეს კონკრეტული ბალზამი კომფორტულია სახლში მოხმარებისთვის, ღამის რუტინაში ჩასართავად. ის საკმაოდ სქელი კონსისტენციისაა, კარგად ატენიანებს ტუჩებს და აქვს სასიამოვნო სურნელი. ამავე ხაზში ხელმისაწვდომია სტიკის ფორმის ბალმებიც, რომელიც დღის განმავლობაში სატარებლად ბევრად კომფორტულია.

Avène – Cold Cream – ავენის ამ ხაზის პროდუქცია იდეალურია ცივი სეზონისთვის და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის. სახის კრემი საკმაოდ სქელია და ძალიან ცოტა პროდუქტია საჭირო იმისთვის რომ მთელ სახეზე დაიტანოთ. იდეალურია დღისით გამოყენებისთვის, მაკიაჟის ქვეშ. 

Emporio Armani – Because It’s You – დიდი ხანია რაც ამ სუნამოს გამოცდა მინდა. გამოვცადე და დაუფიქრებლად შევიძინე, რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესო სურნელი აქვს. კენკრის და ყვავილების მსუბუქი სიტკბოება იდეალურად უხდება სუსხიან დღეებს.

banner

Related Posts