banner

სილამაზე და თავის მოვლა

ნოემბრის Beauty and the box

ნოემბრის თვის beauty and the box – ში თავის მოვლის და კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად ქართული წარმოების წინდებს შეხვდებით. ზოლიანი და თბილი მოულოდნელობა ბოქსში მშვენიერი დამატებაა. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, აი ისინიც:

Institut Esthederm eau cellulaire cream – ესტედერმი ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტია ფრანგულ ბრენდებში, აქამდე არსებული გამოცდილებით ხარისხი და შედეგი ფასს ყოველთვის აღემატება. ეს კონკრეტული კრემი ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი, გამოიყენება დღისით მოხმარებისთვის, ასევე მაკიაჟის ბაზად. ერთი შეხედვით, ტექსტურა საკმაოდ მსუბუქია და მარტივად შეიწოვება კანში.

Soft & Gentle ანტიპერსპირანტი – ეს ბრენდი ჩემთვის ახალია. ციტრუსის გრილი და მსუბუქი სურნელი და ანტიპერსპირანტის ზომა მათ მოგეწონებათ ვინც უპირატესობას აეროზოლიან დამცავს ანიჭებთ.

Numis med ტანის ლოსიონი – ფრანგული, სააფთიაქო თავის მოვლის საშუალებების სიყვარულიდან გამომდინარე, გერმანული ბრენდები და პროდუქტები ჩემთვის უცხოა. ეს კონკრეტული ლოსიონი ნეიტრალური არომატის და საკმაოდ მსუყე შემცველობისაა, შესაბამისად განკუთვნილია მშრალი კანის დასატენიანებლად.

PH formula E.X.F.O cleanse – განკუთვნილია კანის მსუბუქი წმენდისა და პილინგისთვის სახლის პირობებში. გამწმენდის ზომიერი მასა შეიზილეთ ნაზი მოძრაობით და გაიჩერეთ მხოლოდ 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან პირსახოცით. ამ ბრენდის საშუალებები ესთეტიკურ ცენტრ MM – ში იყიდება, რომელიც სხვა პროცედურებთან ერთად კანის სხვადასხვა გამოვლინების სამკურნალო პილინგს გვთავაზობს.

ყუთში ასევე შეგხვდებათ სხვადასხვა ბრენდის სუნამოს ტესტერი. მე ვალენტინოს დონნა მერგო, რომელსაც სეზონისთვის შესაბამისი სასიამოვნოდ ტკბილი სურნელი აქვს, Alix Avien თვალის ფანქარი და ასევე ISIS pharma – ს მიცელარული წყლის ტესტერი.

რაც შეეხება ფასდაკლებებს და კუპონებს, Beauty and the box ნოემბრის ბროშურაში წარმოდგენილია ესთეტიკური ცენტრის MM 25% ფასდაკლება ნებისმიერ პროცედურაზე, პრომოკოდი და ასევე 25% ფასდაკლება ISIS Pharma პროდუქციაზე, რომელსაც Buyers.ge – ზე შეიძენთ. ვაუჩერი უფასო დესერტზე სტრადას ვაკის ფილიალში.

banner

Related Posts