banner

სილამაზე და თავის მოვლა

ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა 2018

თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ მიმდინარე კვირა, დროის საინტერესოდ გატარება და განტვირთვა გსურთ, ამავდროულად გაინტერესებთ სილამაზის და თავის მოვლის სფერო აუცილებლად მოინიშნეთ კალენდარში 25-27 ოქტომბერი.

25-27 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, სილამაზის სალონები, სპა ცენტრები, სალონური პროდუქცია და რაც მთავარია, 15-50% – მდე ფასდაკლება თავის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკაზე. გარდა ამისა, ადგილზე დაგხვდებათ პრეზენტაციები და ტრენინგები სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით.

ასეთი ღონისძიებების უდიდესი პლუსი არის საერთო სივრცე, სადაც ერთდროულად შეგვიძლია სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების გაცნობა და გამოცდა. სფეროს სპეციალისტებთან პირდაპირი კომუნიკაცია და კონსულტაციების მიღება.

ორგანიზატორები და წარმოდგენილი კომპანიები გამოფენაზე მისულ სტუმრებს არაერთ საჩუქარს და საინტერესო შეთავაზებას ჰპირდებიან.

საგამოფენო ცენტრი წერეთლის 118 ნომერში მდებარეობს და დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდეა ღია.

banner

Related Posts