banner

სილამაზე და თავის მოვლა

ოქტომბრის Beauty and the box

ვინც Beauty and the box – ის გამომწერია, დამეთანხმება რომ თვის დასაწყისმა ახალი, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ოქტომბრის ყუთი გასცდა გარეგანი მოვლის, კოსმეტიკის საშუალებებს და სიახლე – დეტოქს ჩაი შემოგვთავაზა. გარდა ამისა, იღბლიან 17 მომხმარებელს სტანდარტულ პროდუქტებთან ერთად საჩუქრად Givenchy – ს ტუჩსაცხი ერგება. მართალია, ჟივანშის შესანიშნავ ჩვიდმეტეულში ვერ მოვხვდი (რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით, Beauty and the box -მა პირდაპირ რეჟიმში გადაანაწილა), თუმცა ოქტომბრის თვის ჩემი ყუთიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება:

Palais Des Thes – დიდი ხანი არაა რაც ამ ბრენდის, სხვადასხვა სახეობის ჩაის დაგემოვნების საშუალება მოგვეცა. ეს ის შემთხვევა და ხარისხია, როდესაც სხვადასხვა სახეობის და დანიშნულების ჩაი ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით არ განსხვავდება და ასრულებს შეფუთვაზე დატანილ პირობას. მე ბრაზილიური – ენერგიის და იაპონური – სარელაქსაციო დეტოქს ჩაის პაკეტები შემხვდა. ბროშურაში ასევე შეხვდებით 10% ფასდაკლების ვაუჩერს.

SebaMed შხაპის გელი – სასიამოვნო, გრილი სურნელით, გელისებური ტექსტურით და მოსახერხებელი, სამოგზაურო ზომით.

Bioderma დამატენიანებელი – ბიოდერმას SensiBio – ს ხაზი ერთ-ერთი ფავორიტია სააფთიაქო თავის მოვლის საშუალებებში, მისი მიცელარული და გამწმენდი რძე შეუცვლელია. ეს კონკრეტული კი განკუთვნილია მგრძნობიარე და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის დასატენიანებლად.

AOA BB კრემი – ბიბი კრემი საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიური მოხმარებისთვის. გარდა იმისა რომ ნატურალური იერის მისაღებად საკმარისი დაფარვა აქვს, ამასთანავე ატენიანებს და არ აშრობს კანს. ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას. AOA – ს BB კრემი საკმაოდ მსუბუქი ტექსტურისაა, თანაბრად ნაწილდება და იღებს კანის ფერთან მაქსიმალურად მიახლოებულ ელფერს.

მატი ტუჩსაცხი – პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია მისი ფერი – ბორდოსფერი, რომელიც განსაკუთრებულად უხდება შემოდგომას. მიუხედავად იმისა რომ გლუვი ტუჩსაცხია, წასმისას რბილი და კომფორტულია და ტუჩებს არ აშრობს.

ტუჩების ნიღაბი – ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია ოქტომბრის ყუთიდან, რომელიც ატენიანებს, კვებავს ტუჩებს და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. უმჯობესია თუ გამოყენებამდე რამდენიმე წუთით მაცივარში შეინახავთ.

Givenchy L’interdit სუნამოს ტესტერი – შექმნის საინტერესო ისტორიით და ახალი ფორმულით საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, რომელსაც სიამოვნებით გამოვიყენებ ზამთარში. ხოლო მათ ვინც ვერ ითმენთ, შეგიძლიათ 15 ნოემბრამდე განსაკუთრებული შეთავაზებით (ვაუჩერი იხილეთ ბროშურაში) და 25% ფასდაკლებით ისარგებლოთ.

ოქტომბრის თვის ყუთში ასევე დაგხვდებათ ნეილბოქსის 25 ლარიანი ვაუჩერი და მოსაწვევი სილამაზისა და ესთეტიკური მედიცინის გამოფენაზე.

banner

Related Posts