banner

სილამაზე და თავის მოვლა

დაბალბიუჯეტური პროდუქტები, რომლებიც ნამდვილად მოქმედებენ

Pantene თმის ზეთი არგანის შემცველობით – არგანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და სასარგებლო ინგრედიენტია სილამაზის და თავის მოვლის სფეროში. ეს ზეთი გამოირჩევა სასიამოვნო სურნელით და თხელი ტექსტურით, განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და უზრუნველყოფს თმის სტრუქტურის/ბოლოების გაჯანსაღებას და დარბილებას. დაიტანეთ 2 წვეთი ზეთი ხელის გულებზე და ნაზი მოძრაობით გადაინაწილეთ სუფთა, ნამიან თმაზე, შუიდან ბოლოებისკენ (მოერიდეთ თმის ძირებთან შეხებას, რადგან თმა არ გაგიცხიმიანდეთ). ზეთის შეძენა დიდ მარკეტებში, აფთიაქებში და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიებში შეგიძლიათ. ფასი 17-20 ლარამდე მერყეობს.

Blanx კბილის პასტა მათეთრებელი ეფექტით – რა თქმა უნდა, ვერც ერთი კბილის პასტა უზრუნველყოფს კბილების პროფესიონალურ წმენდას და გათეთრებას, თუმცა Blanx კბილის პასტების სერია რამდენიმე ტონით ნამდვილად აღიავებს კბილებს და სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას ტოვებს. შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში, დანიშნულების მიხედვით, ფასი 10 – 40 ლარამდე მერყეობს.

Yves rocher ტუჩების ბალზამი – შიას კარაქი, რომელიც ბალზამის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია ღრმად ატენიანებს ტუჩებს, იცავს მას გარემო ფაქტორების ზეგავლენისგან. სტიკის ფორმა სატარებლად მოსახერხებელია, შესაბამისად ტუჩების დატენიანება შესაძლებელია ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროებას იგრძნობთ. პროდუქტი ხელმისაწვდომია ბრენდის მაღაზიებში, ფასი 7 ₾.

Garnier BB კრემი – ერთ-ერთი საუკეთესოა და არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ფასის გამო. ტექსტურა ძალიან თხელი და მსუბუქია, დაფარვა კი ბუნებრივი და ერთგვაროვანი აქვს. შეძენა შეგიძლიათ დიდ მარკეტებში და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიებში. ფასი 15 ₾.

Bioderma გამწმენდი რძე – ბიოდერმას, მგრძნობიარე კანის ხაზის მიცელარული წყალი გამოცდილი და ეფექტური საშუალებაა. მათთვის ვისაც მშრალი კანი აქვს, რეკომენდებულია გამწმენდი რძის გამოყენება, რომელიც დამატებითად ატენიანებს კანს. ამავე ხაზის გამწმენდი რძე 250მლ მოცულობით იყიდება (ყოველდღიური გამოყენებისას, 2 თვე გეყოფათ) აფთიაქებში, ფასი 35 ₾.

SebaMed თვალების კრემი – ერთ-ერთი საუკეთესო, დაბალბიუჯეტური საშუალებაა, რომელიც წარმატებით ებრძვის მიმიკურ, ახალგაზრდა ნაოჭებს. შედეგი რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში 30 დღის შემდეგაა შესამჩნევი.

banner

Related Posts