banner

სილამაზე და თავის მოვლა

სექტემბრის Beauty and the box

თუ გასული თვეების Beauty and the box – ები ორიენტირებული იყო თავის მოვლის საშუალებებზე, სექტემბრის ყუთში დომინანტი მაკიაჟის საშუალებებია, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან შეიძლება შეყვარებული იყო და არ ცნობდე სხვა სახის დამატენიანებელს ან ტონერს გარდა ერთისა, კოსმეტიკაში კი მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები ზედმეტი არასდროსაა.

სექტემბრის ყუთში დაგხვდებათ:

წამწამების ტუში – მისი მდგრადობა ჯერ არ გამომიცდია, თუმცა ძალიან მომეწონა აპლიკატორის ფორმა, რომელიც გამოსაყენებლად მარტივია და უზრუნველყოფს როგორც მოცულობის გაზრდას, ასევე წამწამების დაგრძელებას.

ტუჩსაცხი – არც მეტი არც ნაკლები მწვანე, თუმცა მხოლოდ ვიზუალურად. ტუჩზე წასმის შემდეგ ჯერ ტუჩისფერს, შემდეგ კი მალინისფერს იღებს. საკმაოდ მოსახერხებელი ფორმა და მყარი ტექსტურა აქვს, რაც წასმის პროცესს აიოლებს. აღსანიშნავია, რომ არ დნება ტუჩზე და არ სცდება მის ბუნებრივ კონტურს.

თვალის ჩრდილების პალიტრა – კლასიკური, ნაზი ფერებით, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც ბაზად, ასევე თვალების მსუბუქი მაკიაჟისთვის.

საპონი – ლე პეტიტ ოლივიეს არგანის ზეთის საპონი აქამდეც გამოცდილი მქონდა და ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდი დაბალბიუჯეტურია, თმის და სხეულის მოვლის კარგი საშუალებები აქვთ. არგანის ზეთი ძვირფასი ინგრედიენტია კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებებში.

კბილის პასტა Blanx – ერთ-ერთი საუკეთესო კბილის პასტაა, რომელიც ადგილობრივ აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ. აქვს სასიამოვნო არომატი და მსუბუქად მათეთრებელი ეფექტი.

სახის და თვალების კორეული ნიღბები – Beauty and the box – მა კორეული ნიღბებით გასულ ყუთებშიც გაგვანებივრა. სულ რაღაც 20 წუთია საჭირო იმისთვის რომ მოიხსნათ დაღლილობა, კანი დაიტენიანოთ და გაიჯანსაღოთ.

banner

Related Posts