banner

სილამაზე და თავის მოვლა

აგვისტოს Beauty and the box

აგვისტოს Beauty and the box ისეთია თუ დასასვენებლად წასვლას გეგმავთ გაუხსნელად რომ უნდა მოათავსოთ ბარგში. პრინციპით – თავის მეტად მოვლა და ნაკლები მაკიაჟი, აგვისტოს ყუთი ასე გამოიყურება:

Yves Rocher Non-Stop Moisturizing Gel Cream – ის ფაქტი რომ სახის კანზე და მის დატენიანებაზე ზრუნვა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად შემაწუხებელი სიცხის და მაღალი ტემპერატურისა, უარი არ თქვათ კანის დატენიანებაზე, უბრალოდ შეარჩიეთ ისეთი მსუბუქი საცხები, როგორიც ივ როშეს ეს დამატენიანებელი კრემ გელია, რომელიც დაფუძნებულია წყალზე და არა ზეთზე. ეს კონკრეტული შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დღის ან ღამის კრემი, განსაკუთრებით მათ ვისაც კომბინირებული და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ.

ეიფორიას მბზინავი ზეთი – გარდა იმისა რომ ხარისხიანია და თავს ართმევს თავის დანაპირებს – კანს ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და მსუბუქ ფერს, ეს ბრენდი ქართულია, რაც განსაკუთრებით სასიხარულო და მხარდასაჭერი ამბავია.

Ziaja კაკაოს დასაბანი გელი – განსაკუთრებით მათ მოგეწონებათ ვისაც ტკბილი და გემრიელი არომატის შხაპის გელები გიყვართ. რაც მთავარია, სურნელი საკმაოდ მდგრადი და გამყოლი აქვს.

Seba Med ყოველდღიური გამოყენების შამპუნი – განკუთვნილია მათთვის ვისაც მგრძნობიარე თავის კანი აქვთ და ხშირი დაბანისგან სიმშრალისკენაა მიდრეკილი. მისი გამოყენება მოგიხსნით დაჭიმულობის შეგრძნებას, ასევე წარმატებით უმკლავდება კანის გამოშრობისგან გაჩენილ ქერტლს და საფუძვლიანად ასუფთავებს თმას.

თვალის ნიღაბი – ერთი შეხედვით სუპერგმირის ნიღაბი არანაკლებ სუპერ შედეგს დებს. მისი გამოყენება მრავალჯერადაა შესაძლებელი. აუცილებელია შეინახოთ მაცივარში და გამოიყენოთ მაშინ როდესაც თვალების დაძაბულობას, სიშავეს და დაღლილობის სხვა ნიშნებს შეამჩნევთ.

Halo highlighter – ზაფხული დამატებითი ბზინვარების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჰაილაითერი ბუნებრივად ერგება კანს და მსუბუქ ბრწყინვალებას ანიჭებს მას. ზაფხულის მსუბუქი მაკიაჟის ნამდვილი Must Have – ია.

ყუთში ასევე იხილავთ ბიოდერმას მზისგან დამცავ და Ziaja – ს მზის შემდგომ წასასმელი საცხების ტესტერებს.

banner

Related Posts